პრემიერის დაქვემდებარებაში მყოფი უსაფრთხოების საბჭო ფუნქციონირებას მალე დაიწყებს. მანამდე კი პარლამენტმა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ კანონში ცვლილებები უნდა განიხილოს. პროექტის შესახებ მეორე მოსმენით დღეს მსჯელობა გაიმართება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე. ოპოზიცია ცვლილებებს ეწინააღმდეგება. დეპუტატების ინიციატივით, საბჭოს სხდომის ოქმების გამოთხოვის შესაძლებლობა პრეზიდენტსაც უნდა ჰქონდეს. ასევე გადასაწყვეტია თუ ვინ შეითავსებს საბჭოს მდივნის ფუნქციას.
“ჩვენ დავაყენებთ კონკრეტულ ალტერნატივას რომ პრეზიდენტს უფლება ჰქონდეს დაესწროს საბჭოს სხდომებს როდესაც ის გადაწყვეტს და გამოითხოვოს საბჭოს სხდომის ოქმები და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ეხება თუ ვინ შეასრულეს საბჭოს მდივნის მოვალეობას. შემოთავაზებული ვერსიით ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ძალოვანი მინისტრი, რაც ქმნის საფრთხეს ზეგავლენის მოპოვების როგორც პრემიერ-მინისტრზე ისე სხვა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელზე და ის ვერ იქნება ეფექტური მმართველი,”-აცხადებს ირაკლი აბესაძე.
“ნაციონალურ მოძრაობაში” მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა უსაფრთხოების კუთხით, რაც მათი თქმით პირდაპირ არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან.
“უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში და ამ ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილმა მიზანმიმართულად გაანადგურა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი ყველა ინსტიტუტი და ყველა სტრუქტურა პრაქტიკულად,”-აცხადებს გია ბარამიძე.
კომენტარები