„ძალიან საგანგაშო იყო ის განცხადება, რომელიც ბატონმა კარასინმა გააკეთა“-ასე აფასებს ნინო ბურჯანაძე გრიგორი კარასინთან ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შედეგებს. დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე აცხადებს, რომ კარასინის ტონიიმ უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს. ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ზოგადად ეს ფორმატი მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი სავაჭრო ინტერესები აქვს რუსეთთან.
„ეს განცხადება არის აბსოლუტურად შედეგი იმ უგუნური პოლიტიკისა და არასახელმწიფოებრივი პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ამ წლების განმავლობაში. თავისთავად ის ფაქტი, რომ ბატონი ზურაბ აბაშიძე პარტიის ლიდერს უთანხმებს რუსეთთან მოლაპარაკების დეტალებს, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ბიძინა ივანიშვილი თავის მდგომარეობას იყენებს იმისათვის, რომ პირადი ინტერესების განსახორციელებლად ევაჭროს რუსეთს,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
კომენტარები