NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ყველა მინუს „ქართული ოცნება“ – ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

ყველა მინუს „ქართული ოცნება“ – ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

27 თებ 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 856 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყველა მინუს „ქართული ოცნება“ – პოლიტიკური ოპონენტები და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების პარტიები მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან ერთი მთავარი მიზნით ერთიანდებიან.

20 ოპოზიციური პარტიის მთავარი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის შეცვლაა. ხელისუფლების ოპონენტები მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ და ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

დღეს პარტიები საბოლოო დეტალებს შეათანხმებენ, რის შემდეგაც კამპანია მილიონი ხელმოწერის შესაგროვებლად მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება.

ერთმანეთის გვერდით სხდებიან გრიგოლ ვაშაძე, დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე და საქართველოში არსებული სრული ოპოზიციური სპექტრი.

„არ შეიძლება ქვეყანაში არ გვქონდეს ნორმალური კონსტიტუცია, ნორმალური პარლამენტი, არ შეიძლება არ გვყავდეს ნორმალური პარლამენტი. ამის ქვაკუთხედი არის მოქალაქის ნების გამოხატვა, რომელიც ნორმალური პარლამენტის და ნორმალური პარლამენტარების გარეშე არ ხდება. იმ 35 დეპუტატისგან, რომელსაც სიცოცხლეში არ ჩაურთვია მიკროფონი და თავისი ბიზნესინტერესების ლობირების გარდა, არაფრით არ არის დაკავებული, 99% არის მაჟორიტარი, რომელიც ხელისუფლების მიერ არის დასმული ადგილზე, როგორც ტომის ბელადი,“- განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია-ს“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არასამართლიანია.

„ეს არის სისტემა, სადაც სისტემა აძლევს შესაძლებლობას, გამარჯვებული კიდევ უფრო მეტად გამარჯვებული იყოს, ანუ დამატებითი ხმები მოიპაროს. სანამ ეს იქნება, წრეზე ვიტრიალებთ და განვითარების შანსი და პესპექტივა არ გვექნება,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ.

ოპოზიციის წევრების თქმით, იწყებენ ბრძოლას სამართლიანი, თავისუფალი საარჩევნო სისტემის დამკვიდრებისთვის.

„ფორმატი, რომელიც აქ არის, ყველა მინუს ქართული ოცნება, ეს არის ქართული ოცნების გადაწყვეტილება, ნიშნავს იმას, რომ სრული პოლიტიკური სპექტრი, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა და დამოუკიდებულებისა ერთმანეთის მიმართ, ამბობს, რომ ერთიანი ბრძოლა ნორმალური, თავისუფალი და დემოკრატიული საარჩევნო სისტემისთვის მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ.

„შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ 78 წევრის 2015 წელს გაკეთებული ხელმოწერა მიიტანა, რომლის მიხედვით, დასტურდება, რომ ისინი 2020 წელს არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითხოვდნენ.

კომენტარები

მინუს ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შეცვლა შეგროვება ხელმოწერები 2019-02-27
Tags მინუს ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შეცვლა შეგროვება ხელმოწერები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მოსახლეობა ცინცაძის ქუჩაზე 25-სართულიანი კორპუსის შესაძლო მშენებლობას აპროტესტებს

შემდეგი სტატია

„მე მგონი ვერ ხვდება რა ხდება დღეს,” – ეკა ბესელია კობახიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს

მსგავსი სტატიები

„საგანგებო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პარტიას სათავში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება“

„საგანგებო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პარტიას სათავში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება“

11 მაი 2018
თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა ახალ სარემონტო ბაზებზე შეკეთდება

თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა ახალ სარემონტო ბაზებზე შეკეთდება

25 აპრ 2018

გრიგოლ ლილუაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უწყდება

22 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

  • რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

    რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

  • გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

    გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge