NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ხმაური ფოთის საკრებულოში – აუდიტის დასკვნაზე მსჯელობას დაპირისპირება მოჰყვა

ხმაური ფოთის საკრებულოში – აუდიტის დასკვნაზე მსჯელობას დაპირისპირება მოჰყვა

27 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 1068 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხმაური იყო დღეს ფოთის საკრებულოში, სადაც აუდიტის სამსახურის დასკვნას განიხილავდნენ.

მაკონტროლებელი ორგანოს მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე, ოპოზიცია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას აკისრებს, რომელიც 2016-2017 წლებში ფოთის მერი იყო. სწორედ ამ წლებში განხორციელებული პროექტები მოხვდა აუდიტის დასკვნაში. დოკუმენტის მიხედვით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელზეც ასობით ათასი ლარი დაიხარჯა, უხარისხოდ არის ჩატარებული, რაც კორუფციის შესაძლო ფაქტებზე მეტყველებს.

„ყველა პროექტი, კოლხეთის სტადიონი, კინოთეატრი, სანაპირო ზოლი მალთაყვის – ყველა გაჩერებულია თანხის გაფლანგვის გამო. აი ამ ყველაფერზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ბატონმა კაკულიამ, როდესაც ის იყო ქალაქის მერი, ახლა საკრებულოს თავმჯდომარეა და დღევანდელმა ქალაქის მერმა უნდა აიღოს ამ ყველაფერზე, ამ უმსგავსობაზე, ამ კორუფციაზე და ამ უნიათობაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა,“ – აცხადებს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ”ევროპული საქართველოდან”, ფრაქცია ”კოლხეთი” წევრი ვახტანგ დარცმელიძე.

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით ხომერიკის განცხადებით, დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქალაქის ხელმძღვანელი გადაწყვეტილებებს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იღებდა.

„დასკვნაში პირდაპირ წერია სიტყვა სიტყვით შავით თეთრზე, რომ ქალაქის ხელმძღვანელი გადაწყვეტილებებს იღებდა არა კანონიდან გამომდინარე, არამედ თავისი სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ მოვთხოვეთ, რომ აეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ საკითხებზე,“ – განაცხადა დავით ხომერიკმა.

თავად ირაკლი კაკულია კი აუდიტის დასკვნას ეთანხმება. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი აუდიტის დასკვნაში მოცემულ მითითებებს აუცილებლად გაითვალისწინებს.

„რა თქმა უნდა აუდიტის დასკვნის რეკომენდაციებს ვეთანხმებით, ეს არის გასათვალისწინებელი. ვინც აკეთებს რეალურად საქმეს, მას ყოველთვის აქვს რაღაც პატარ-პატარა ხარვეზები, რაც ასახული არის კიდევაც და მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აუდიტის დასკვნაში მოცემული რაღაც ხარვეზების გამოსწორება მიეცეს შესრულებაში,“ – განაცხადა ირაკლი კაკულიამ.

კომენტარები

აუდიტი დაპირისპირება ფოთის საკრებულო 2019-02-27
Tags აუდიტი დაპირისპირება ფოთის საკრებულო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

განხეთქილება “ქართულ ოცნებაში” – პოლიტიკური პროტესტი შესაძლოა თბილისის საკრებულოს უმრავლესობაშიც გაგრძელდეს

შემდეგი სტატია

მილიონი ხელმოწერა – კამპანიას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარტიები შეუერთდნენ

მსგავსი სტატიები

რუსული მედია მიხეილ სააკაშვილის კიევში ჩასვლის ფოტოებს ავრცელებს

19 სექ 2017
„წინასწარი მონაცემებით, ეს არის მხუთავი აირით, CO-თი გარდაცვალება”

„წინასწარი მონაცემებით, ეს არის მხუთავი აირით, CO-თი გარდაცვალება”

31 იან 2019
შსს აქციას „არაჩადებას!“ შეუერთდა

შსს აქციას „არაჩადებას!“ შეუერთდა

04 თებ 2018

უახლესი ამბები

  • თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

    თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

  • მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

    მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

  • “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

    “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

  • დღე ისტორიაში – 28 იანვარი

    დღე ისტორიაში – 28 იანვარი

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge