NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მილიონი ხელმოწერა – კამპანიას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარტიები შეუერთდნენ

მილიონი ხელმოწერა – კამპანიას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარტიები შეუერთდნენ

27 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 572 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყველა მინუს „ქართული ოცნება“ – პოლიტიკური ოპონენტები და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარტიებმა შეხვედრა გამართეს. 20 ოპოზიციური პარტიის მოთხოვნა საარჩევნო სისტემის შეცვლაა.

ხელისუფლების ოპონენტები მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ და ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. პარტიებმა საბოლოო დეტალები შეათანხმეს, რის შემდეგაც კამპანია მილიონი ხელმოწერის შესაგროვებლად მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება. ერთმანეთის გვერდით გამოჩნდნენ გრიგოლ ვაშაძე, დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე და საქართველოში არსებული სრული ოპოზიციური სპექტრი.

იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ოპოზიციის და ასევე ამომრჩევლების მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ოპოზიციის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ამას მასშტაბური პროტესტი მოჰყვეს. ერთ-ერთ ფორმად ქუჩაში ხალხის გამოსვლა განიხილება. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ყველა კონსტიტუციურ ბერკეტს გამოიყენებენ.

ოპოზიციის წევრები აღიარებენ, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთმანეთის გვერდით დასხდნენ და საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მსჯელობდნენ.

„4 მილიონზე მეტი ადამიანი კატეგორიულად უკმაყოფილოა, რომ მათი სახელით გაუგებარი ადამიანი, პატარა ცახესი, რომელიც აზის საქართველოს თავზე, ის წყვეტს ყველაფერს,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არასამართლიანია.

„აქ შეკრებილი ადამიანების მთავარი ამოცანაა ის, რომ არავის არ მივცეთ შესაძლებლობა არავის, რომ ქვეყანა ჯიბეში ჩაიდოს,“ – განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, იწყებენ ბრძოლას სამართლიანი, თავისუფალი საარჩევნო სისტემის დამკვიდრებისთვის.

„მიხეილ სააკაშვილს მე მხარს ვერ დავუჭერ, მაგრამ მე მხარს ვუჭერ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი მოქალაქეები პროპორციულად იყვნენ პარლამენტში წარმოდგენილები,“ – განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.

ოპოზიციის წევრების თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის შესაცვლელად აუცილებელია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

„ივანიშვილის მესამე ვადა იქნება ამ ქვეყნისთვის ხერხემალში გარდამტეხი, რამაც შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოუტანოს ქვეყანას და საზოგადოებას,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, არ დაუშვებენ, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის სათავეში მესამე ვადით მოვიდეს.

„ნებისმიერი მცდელობა ივანიშვილის მხრიდან, რომ საქართველოში მესამე ვადა შეინარჩუნოს, ეს იქნება იმ ტიპის კრიზისი, რასაც ვენესუელაში ვუყურებთ, რომელიც არავის მოგვწონს,“ – განაცხადა პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარემ, კახა კუკავამ.

კომენტარები

განსხვავებული მილიონი ხელმოწერა პარტიები 2019-02-27
Tags განსხვავებული მილიონი ხელმოწერა პარტიები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხმაური ფოთის საკრებულოში – აუდიტის დასკვნაზე მსჯელობას დაპირისპირება მოჰყვა

შემდეგი სტატია

ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია “ქართული ოცნება”დატოვა

მსგავსი სტატიები

მთვრალ მდგომარეობაში  სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მთვრალ მდგომარეობაში  სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

28 ნოე 2017
ივანიშვილის რეიტინგი არის ყველაზე დაბალ ნიშნულზე – ენმ Ipsos კვლევის შედეგებზე

ივანიშვილის რეიტინგი არის ყველაზე დაბალ ნიშნულზე – ენმ Ipsos კვლევის შედეგებზე

ირაკლი შალიკაშვილი 17 მაი 2019
უნდა დადგინდეს პირველი ადამიანი ვინ იყო, ვინც ამ კადრების დისტრიბუცია მოახდინა – ბესელიას თანაგუნდელები საგამოძიებო ორგანოებს მიმართავენ

უნდა დადგინდეს პირველი ადამიანი ვინ იყო, ვინც ამ კადრების დისტრიბუცია მოახდინა – ბესელიას თანაგუნდელები საგამოძიებო ორგანოებს მიმართავენ

01 თებ 2019

უახლესი ამბები

  • საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირადი წარმომადგენლის სახით, შარლ მიშელმა კრისტიან დანიელსონი დანიშნა

    საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირადი წარმომადგენლის სახით, შარლ მიშელმა კრისტიან დანიელსონი დანიშნა

  • ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს

    ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს

  • ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

    ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

  • გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

    გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

  • “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

    “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

  • ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

    ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

  • ლილი ფოფხაძე – ჩემები

    ლილი ფოფხაძე – ჩემები

  • “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

    “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

  • დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

    დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

  • კალაძე:  ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

    კალაძე: ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge