NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»როდესაც განსხვავებული აზრი მიდის იმ ზღვრამდე, რომელსაც გუნდის ხედვებთან საერთო არაფერი აქვთ, ამ შემთხვევაში, გზები იყოფა

როდესაც განსხვავებული აზრი მიდის იმ ზღვრამდე, რომელსაც გუნდის ხედვებთან საერთო არაფერი აქვთ, ამ შემთხვევაში, გზები იყოფა

26 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება 989 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კრიზისზე ლაპარაკი მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ვთქვათ კიდევ 35 ადამიანი დატოვებს უმრავლესობას – ამ განცხადებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, “ქართულ ოცნებაში” არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

სუბარი საპარლამენტო უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის გასვლაში კრიზისულ ვითარებას ვერ ხედავს და ამბობს, რომ პარტია ცოცხალი ორგანიზმია და საიდანაც გარკვეული ადამიანების გამოსვლა ან დამატება, ნორმალური პროცესია.

მისივე განცხადებით, დეპუტატების ნაწილის წასვლის მიზეზი, გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული ხედვები გახდა.

„შემიძლია გითხრათ იმ ჩატზე, რომელშიც მე ვარ გაერთიანებული. მთავრობას აქვს ჩატი, სადაც გარკვეულ იდეებს ვუზიარებთ ერთმანეთს და მე მგონი თანამედროვე ეპოქაში ეს ნორმალური საკითხია. როგორც პოლიტ საბჭოს წევრს, შემიძლია გითხრათ, რომ კვირაში რამდენჯერმე მაქვს შეხვედრა პარტიის თავმჯდომარესთან. ძალიან ხშირად ვხვდებით პარტიის ოფისში, სხვადასხვა თემებზე. არანაირ უკმაყოფილებაზე აქ ლაპარაკი არ არის. ზოგადად, პროცესი პარტიაში, უმრავლესობაშიც, ნებისმიერ ჯგუფში არის ცოცხალი პროცესი. გაყინული პროცესები არ არსებობს. რაც ყოველთვის გულისხმობს გარკვეულ კონსულტაციებს, ვიღაცა უკმაყოფილოა, ვიღაცა კმაყოფილია, ვიღაცა ტოვებს, ვიღაცა ემატება. ეს ჩვეულებრივი პროცესია. კრიზისზე ლაპარაკი მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ვთქვათ კიდევ 35 ადამიანი დატოვებს უმრავლესობას, მაშინ შეიქმნება სამთავრობო კრიზისი და იძულებული ვიქნებით კოალიციაზე ვილაპარაკოთ. მანამდე, არანაირი კრიზისი არ არის. ის, რომ ადამიანები ტოვებენ უმრავლესობას, რამდენიმე ადამიანმა დატოვა, ეს არის გულდასაწყვეტი ადამიანურად. განსხვავებული აზრი „ქართულ ოცნებაში“ ყოველთვის იყო, ყოველთვის იქნება, მაგრამ როდესაც ეს განსხვავებული აზრი მიდის იმ ზღვრამდე, რომელსაც გუნდის ხედვებთან საერთო არაფერი აქვთ, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, გზები იყოფა. რასთანაც გვაქვს საქმე ამ რამდენიმე ადამიანთან დაკავშირებით,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

განსხვავებული აზრი გზები იყოფა გუნდის ხედვა საერთო არაფერი აქვთ 2019-02-26
Tags განსხვავებული აზრი გზები იყოფა გუნდის ხედვა საერთო არაფერი აქვთ
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

2019 წლის WSOPC Rozvadov-ის სატელიტები იწყება – adjarabet.com

შემდეგი სტატია

ანაკლიის პროექტის ჩაშლის მცდელობას დიდი ხანია ეწევა რუსეთი – “ევროპული საქართველო” პარლამენტში საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს

მსგავსი სტატიები

გოგონა იძულებულია ტეტრისზე იქორწინოს

გოგონა იძულებულია ტეტრისზე იქორწინოს

08 იან 2018

IRI-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი თბილისში ჩამოვიდა

19 ოქტ 2017
„მეტროს პროექტი“

„მეტროს პროექტი“

18 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

    გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

  • თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

    თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

  • მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

    მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

  • „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

    „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

  • მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

    მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

  • გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

    გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

  • გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

    გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

  • თამარ ივერი: ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს

    თამარ ივერი: ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს

  • დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

    დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

  • ევროკავშირმა რუსული ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარი დაამტკიცა

    ევროკავშირმა რუსული ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარი დაამტკიცა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge