NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაული და გამოუძიებელი საქმეები – საია საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს

სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაული და გამოუძიებელი საქმეები – საია საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს

26 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება, სამართალი 588 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაული და გამოუძიებელი საქმეები – “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” საკითხი შეისწავლა. არასამთავრობო ორგანიზაცია არსებული საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებს.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოძიება არაეფექტურად ხდება და აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” კვლევაში მოხვდა 12 კონკრეტული საქმე, რომელთა საფუძველზეც კვლევის ავტორები ამბობენ, რომ სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზე სრულფასოვანი გამოძიება დღეს არის პრობლემა და ეს საკითხი ქვეყნისთვის კვლავაც გამოწვევად რჩება.

კვლევაში ერთ-ერთი მოზარდის, ირაკლი ხოფერიას საქმეც მოხვდა, რომელიც სამართალდამცველებმა შეცდომით დააკავეს. უფლებადამცველების განცხადებით, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა ხოფერიაზე იძალადეს და მას სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. მოზარდს მიღებული აქვს დაზარალებულის სტატუსი, თუმცა ამ დრომდე დამნაშავე სამართალდამცველები არ დასჯილან.

„ეს კვლევა მოიცავს 2017-2018 წლების მონაცემებს, თუმცა ცხადია ჩვენ 2016-2015-შიც ვსაუბრობდით მსგავს ტიპის პრობლემებზე, როდესაც მაგალითის სახით, რომ მოვიყვანო ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პირი ამბობდა, რომ მას შეეძლო ამოეცნო ის პოლიციელები, რომლებმაც იძალადეს მასზე სავარაუდოდ, თუმცა ამოცნობის პროცედურაც კი არ იყო ჩატარებული თავის დროზე. ამ ტიპის შეხვედრები ნათლად მიუთითებს რატომ არის მნიშვნელოვანი სწორედ ერთის მხრივ ინსპექტორის ინსტიტუტის ამოქმედება, ხოლო მეორედ პოლიტიკური ნება, რომ ცვლილებები რეალურად დადგეს დღის წესრიგში,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქმეებზე, რომელშიც ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა დანაშაულებები იკვეთება, გამოძიება დროულად არ მიმდინარეობს. ქურდოვანძის თქმით, ხშირ შემთხვევაში მსგავსი ტიპის საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილებაც კი არ დგება.

„ამ გამოძიების პროცესი სამწუხაროდ ამ ტიპის საქმეებზე არ მიმდინარეობს დროულად და ხშირად ხდება ისე, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება ანუ საბოლოო გადაწყვეტილება ამ ტიპის საქმეებზე არ დგება. მაგალითად ერთ-ერთი ძალიან გახმოვანებული საქმე, რომელსაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აწარმოებს და ანგარიშშიც მოხვდა, არის ირაკლი ხოფერიას საქმე, სადაც უკვე წელიწადზე მეტია გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ამ საქმეზე მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები კონკრეტულ პოლიციელებს წარედგინოთ ბრალი, ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილება პროკურატურას არ მიუღია,“ – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

კომენტარები

გამოუძიებელი საქმეები საგანგაშო სტატისტიკა საია სამართალდამცველები ჩადენილი დანაშაული 2019-02-26
Tags გამოუძიებელი საქმეები საგანგაშო სტატისტიკა საია სამართალდამცველები ჩადენილი დანაშაული
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დღეს რაც ხდება, საკმაოდ მძიმედ აისახება „ქართული ოცნების“ როგორც დღევანდელ დღეზე, ისე ხვალინდელზე

შემდეგი სტატია

2019 წლის WSOPC Rozvadov-ის სატელიტები იწყება – adjarabet.com

მსგავსი სტატიები

ბრძანება გასცა კახა საბანაძემ, რომელმაც კონსულტაცია გაიარა შს მინისტრთან – ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე მის დაკავებაზე საუბრობს

ბრძანება გასცა კახა საბანაძემ, რომელმაც კონსულტაცია გაიარა შს მინისტრთან – ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე მის დაკავებაზე საუბრობს

ირაკლი შალიკაშვილი 22 მაი 2019

შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

22 ოქტ 2017
20 ივნისს მომხდარი სისხლიანი მოვლენების გამოძიების მიზნით შესაძლოა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას

20 ივნისს მომხდარი სისხლიანი მოვლენების გამოძიების მიზნით შესაძლოა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას

ირაკლი შალიკაშვილი 24 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

    თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

  • იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

    იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

  • „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

    „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

  • სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

    სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

  • ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

    ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

  • შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

    შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

  • შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

    შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

  • ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

    ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

  • ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარის სადავო მონაკვეთზე, ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

    ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარის სადავო მონაკვეთზე, ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

  • NDI: გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

    NDI: გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge