NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»იძულებით დავტოვეთ ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ

იძულებით დავტოვეთ ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ

26 თებ 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, საზოგადოება, სამართალი 449 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებით დავტოვეთ ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ,“ – ეს განცხადება „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.

ხაზარაძე დღეს პარლამენტში ბანკის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ იმყოფებოდა, თუმცა კომიტეტის სხდომა ჩაიშალა და დეპუტატებს არც ბანკის დამფუძნებლებისთვის და არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის არ მოუსმენიათ.

მამუკა ხაზარაძემ უკმაყოფილება გამოთქვა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩაშლის გამო.

ხაზარაძისთვის კატეგორიულად მიუღებელია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადება, რომ თითქოს პარლამენტში მისვლით და მსჯელობით, „თიბისი ბანკს“ რაიმე სახის ზიანი მიადგებოდა.

მისივე განცხადებით, დღეს საკითხი უკვე აღარ ეხება მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და „თიბისის“, საკითხი ეხება ქვეყნის რეპუტაციას და მის სტაბილურობას.

„კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რაიმე ზიანი შეიძლება მიყენებოდა ჩვენს აქ გამოსვლას და სამწუხაროდ, კომიტეტი დაიხურა. რამეთუ ზიანი, რომელიც შეიძლებოდა მიყენებულიყო თიბისიზე და საერთოდ საქართველოს იმიჯზე, ჩვენ აქ არ ვართ, როგორც კერძო ბიზნესმენები მოსულები, საკითხი არ ეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, აღარ ეხება თიბისის, ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას… ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი. იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ,“ – ამბობს ხაზარაძემ.

დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე უნდა ემსჯელათ. საქმის ირგვლივ დეპუტატების კითხვებისთვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს და თიბისი ბანკის დამფუძნებლებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უნდა ეპასუხათ.

თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას გადაწყვეტილებით, კომიტეტის სხდომა, კითხვებისა და განცხადებების გარეშე დასრულდა.

კომენტარები

არ დავთმობთ ბანკი იძულებით დავტოვე ღირსებას და სამართალს 2019-02-26
Tags არ დავთმობთ ბანკი იძულებით დავტოვე ღირსებას და სამართალს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძისგან სკანდალური წერილების გასაჯაროებას ითხოვს

შემდეგი სტატია

„კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას”

მსგავსი სტატიები

ბაქრაძე: კანცლერისგან მივიღე დაპირება, რომ გერმანია მხარს დაუჭერს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ და სანქციებს

ბაქრაძე: კანცლერისგან მივიღე დაპირება, რომ გერმანია მხარს დაუჭერს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ და სანქციებს

24 აგვ 2018

იგეგმება ცნობილი კომედიის ახალი ვერსიის გადაღება

19 დეკ 2017
გოგი წულაია: …თუმცა საზოგადოება, მათაც და მათივე პატრონებს საკადრის პასუხს გასცემს

გოგი წულაია: …თუმცა საზოგადოება, მათაც და მათივე პატრონებს საკადრის პასუხს გასცემს

ნინო ჩხეიძე 31 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

  • სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

    სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

  • ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

    ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

  • ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

    ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge