NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი და მისი გავლენა მოსახლეობაზე

ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი და მისი გავლენა მოსახლეობაზე

26 თებ 2019 ახალი ამბები, საზოგადოება 1171 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სახალხო დამცველმა ჰაერის დაბინძურების შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში არ ხდება ჰაერის დაბინძურების სათანადო მონიტორინგი და არ ხდება მისი გავლენის შეფასება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ იმ სადგურების რაოდენობა, რომლებიც ჰაერის დაბინძურებას ზომავენ, ქვეყანაში საკმარისი არ არის. 6 ქალაქში სულ 10 ასეთი სადგური ფუნქციონირებს.

ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წლიდან ტექდათვალიერების ამოქმედებამ მნიშვნელოვნად არ შეამცირა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი. ირკვევა, რომ ამ მხრივ მთავარი გამოწვევა მოძველებული ავტოპარკია.

„სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე არ ხდება შეფასება, თუ რა გავლენა აქვს ჰაერის დაბინძურებას ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ დღემდე საქართველოში ვერ ხდება ჰაერის დაბინძურების სრულყოფილი და სრულფასოვანი კონტროლი. მხოლოდ ექვს ქალაქში ხდება კონტროლი ათი სადგურის მეშვეობით, რაც ნამდვილად ვერ ასახავს იმ რეალურ სურათს, რაც მთელი საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს,“ – აღნიშნავს ლომჯარია.

გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი, ნოე მეგრელიშვილი, კი ატმოსფერული ჰაერის შეფასების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესებაზე საუბრობს.

„მონიტორინგის ქსელი ატმოსფერული ჰაერის შეფასების ყოველწლიურად უმჯობესდება. დღეს თბილისში გვაქვს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი რაოდენობის სადგურები, თუმცა, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ უფრო მეტი იყოს და ამ კუთხით მომავალ წელს იგეგმება ხუთი ახალი სადგურის დამატება ქსელზე,“ – აცხადებს მეგრელიშვილი.

კომენტარები

გავლენა მონიტორინგი მოსახლეობა ჰაერის დაბინძურება 2019-02-26
Tags გავლენა მონიტორინგი მოსახლეობა ჰაერის დაბინძურება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეკა ბესელიას ბრალდება – დეპუტატის თქმით, ყოფილი თანაგუნდელები ახალი ფრაქციის შექმნაში ხელს უშლიან

შემდეგი სტატია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს 1500 პირის გადამზადებას გეგმავს

მსგავსი სტატიები

“ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მონაპოვარი სწორედ ადამიანის უფლებების მიმართულებით მიღწეული პროგრესია”

11 დეკ 2017
დავით გადელია: ნუ გვავიწყდება, რომ ისინიც, ვინც ჩვენს პოლიტიკურ მოსაზრებას არ იზიარებენ, ამავე ქვეყნის მოქალაქეები არიან

დავით გადელია: ნუ გვავიწყდება, რომ ისინიც, ვინც ჩვენს პოლიტიკურ მოსაზრებას არ იზიარებენ, ამავე ქვეყნის მოქალაქეები არიან

ნინო ჩხეიძე 03 ოქტ 2021

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობასა და ინვესტიციების განხორციელებაზე იმსჯელეს

11 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

  • სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

  • სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

    სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

  • სალომე სამადაშვილი:  წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge