NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ამ სხდომის ჩაშლით უმრავლესობა დაფიქსირდა როგორც პოლიტიკური მხარე – ოპოზიცია კომიტეტის ჩაშლილ სხდომას ეხმაურება

ამ სხდომის ჩაშლით უმრავლესობა დაფიქსირდა როგორც პოლიტიკური მხარე – ოპოზიცია კომიტეტის ჩაშლილ სხდომას ეხმაურება

26 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება, სამართალი 679 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“თიბისი” ბანკის საქმეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ოპოზიცია მმართველ გუნდს აკისრებს. ამის შესახებ განცხადება, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა პარლამეტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩაშლის შემდეგ გააკეთეს.

“ევროპული საქართველს” ლიდერი, დავით ბაქრაძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად გამოაჩინა, რომ “თიბისი” ბანკის საქმე არ არის დავა მარეგულიერებელსა და კერძო ბანკს შორის. მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური საქმე.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ აღმოჩნდა მზად პასუხი გაეცა დეპუტატების და საზოგადოების კითხვებისთვის. და მეორე და მთავარი, ამ სხდომის ჩაშლით უმრავლესობა დაფიქსირდა როგორც პოლიტიკური მხარე. ამ სხდომის ჩაშლით უმრავლესობამ ნებით თუ უნებლიეთ და აშკარად განზრახვით აიღო პასუხისმგებლობა თიბისი ბანკის საქმეზე და აიღო პასუხისმგებლობა იმაზე და ნათლად გამოაჩინა, რომ თიბისის საქმე ეს არ არის დავა მარეგულირებელს და ბანკს შორის. თიბისის საქმე ეს არის პოლიტიკური საქმე. ეს არის საქმე რომელსაც გააჩნია მკაფიო განზომილება. და უმრავლესობის  მთელი ქცევა, მათშორის ზეწოლა, მათშორის კომიტეტის ჩაშლა, მათშორის ის ინიციატივები და იდეები რომლითაც ისინი გამოდიოდნენ ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ დღეს უმრავლესობის მიზანი იყო სხდომა ჩაშლილიყო,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობს გიგა ბოკერიაც. “ევროპული საქართველოს” წევრის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრებმა დაადასტურეს, რომ მოქმედებენ ივანიშვილის დაკვეთით.

„ეს პოლიტიკური დაკვეთა მოდის ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშივილისგან. იმიტომ, რომ მხოლოდ მას აქვს  ძალაუფლება. მან გახსნა ეს სეზონი და ბოლომდე მიყავს  საქმე ისე, რომ ბოლომდე სამარცხვინო მდგომარეობაში აყენებს იმ ინსტრუმენტებს რომელსაც იყენებს. დაწყებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტით, გაგრძელებული უმრავლესობის წევრებით. როლებმაც პირდაპირ გვითხრეს რომ არ უნდათ რომ მკაფიოდ გამოჩნდეს როგორი სამარცხვინო კამპანია მიმდინარეობს ივანიშვილის დაკვეთით ერთ ერთი მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის და მისი მმართველობის წინააღმდეგ,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის კითხვები უნდა დაესვათ, კითხვებისა და განცხადებების გარეშე დასრულდა.  სხდომაზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მიეცა არც თიბისი ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.

კომენტარები

კომიტეტის ჩაშლილი სხდომა ოპოზიცია პოლიტიკური მხარე სხდომის ჩაშლით უმრავლესობა 2019-02-26
Tags კომიტეტის ჩაშლილი სხდომა ოპოზიცია პოლიტიკური მხარე სხდომის ჩაშლით უმრავლესობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ანაკლიის პროექტის ჩაშლის მცდელობას დიდი ხანია ეწევა რუსეთი – “ევროპული საქართველო” პარლამენტში საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს

შემდეგი სტატია

“ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ლოგიკა” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს

მსგავსი სტატიები

“ჩვენს დროში”

24 სექ 2017
„ვფიქრობ, მაშინდელი მთელი მთავრობაა დასაკავებელი თავიანთი მეუღლეებით!“

„ვფიქრობ, მაშინდელი მთელი მთავრობაა დასაკავებელი თავიანთი მეუღლეებით!“

11 ივნ 2018
დიქტატორი, რომელიც ძალაუფლებას გვამებზე სიარულით ინარჩუნებს (ვიდეო)

დიქტატორი, რომელიც ძალაუფლებას გვამებზე სიარულით ინარჩუნებს (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 03 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

  • ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

    ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

  • თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

    თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

  • ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

    ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

  • პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

    პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

  • სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

    სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge