ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა, უნდა დასმულიყო კითხვა რატომ რჩები “ქართული ოცნებაში” და არა რატომ მოდიხარ “ქართული ოცნებიდან” – ეს განცხადება, გედევან ფოფხაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ფოფხაძემ მმართველი გუნდიდან წამოსვლის მიზეზები განმარტა და თქვა, რომ აზრთა თანხვედრა აღარ ხდებოდა.
გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა ოფიციალურად დატოვა. დეპუტატის თქმით, მან ჯერ კიდევ პარასკევს მიმართა განცხადებით “ქართულ ოცნებას” პარტიიდან გასვლის თაობაზე და ასევე ფრაქციის თავმჯდომარეს.
“მე აქამდეც მქონდა იმის განცდა რომ ჩემი რესურსი “ქართულ ოცნებაში” იწურებოდა და იწურებოდა იმ კუთხით რომ რაიმე ზეგავლენა მომეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ახლა უკვე მე მგონია რომ დარჩენა არანაირი ლოგიკას არ ექვემდებარებოდა. უნდა დასმულიყო კითხვა რატომ რჩები “ქართულ ოცნებაში” ვიდრე რატომ წამოხვედი “ქართული ოცნებიდან”,”-განაცხადა ფოფხაძემ.
კომენტარები