NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სამწუხაროა, რომ ამაზე ფსონი გაქვთ დადებული – პარლამენტში ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტს განიხილავენ

სამწუხაროა, რომ ამაზე ფსონი გაქვთ დადებული – პარლამენტში ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტს განიხილავენ

22 თებ 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 599 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტში საპენსიო რეფორმის შესახებ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტს განიხილავენ. ნაცვლიშვილის თქმით, მთავარი მიზანია, რომ პარლამენტმა პირველივე მოსმენაზე კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.

დეპუტატის თქმით, თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული დატოვებს თუ არა ის მმართველ პარტიას.

ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში საპენსიო რეფორმის შესახებ მის მიერ წარდგენილი კანონპროექტის უპირატესობაზე ისაუბრა.

„ჩვენი საპენსიო სისტემა, რასაც ჩვენ გთავაზობთ აგრეთვე გულისხმობს 2+2+2 შენატანს. ანუ აქაც დამსაქმებელი იხდის 2 პროცენტს, სახელმწიფო უმატებს 2 პროცენტს და დასაქმებულიც იხდის 2 პროცენტს, ოღონდ მთავრობის მიერ შემოთავაზებული ვარიანტის შემთხვევაში, მთელი ეს თანხა მიდიოდა ინდივიდუალური დაგროვების ანგარიშზე. ჩვენს შემთხვევაში, მთავრობის და დამსაქმებლის მეირ შენატანი 2-2 პროცენტით წავა სოლიდარობის ანგარიშზე, 2-ზე მეტი პროცენტი წავა ინდივიდუალური დაგროვების ანგარიშზე,“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის ულტიმატუმს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როდესაც დეპუტატმა პარტიიდან წასვლის საკითხსა და კანონპროექტის გასვლას შორის ტოლობის ნიშანი დასვა.

„რევოლუციური ნაშრომი გაქვთ ჩატარებული, რასაც, მე მგონი სჭირდება დამოუკიდებელი პარტია, მთავრობაში მოსვლა და მერე განხორციელება. როგორ გესახებათ, თან ფსონი გაქვთ ბექა დადებული, რაც ჩემთვისაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა თქვენი არჩევანია, მაგრამ მართლა სამწუხაროა, რომ ამაზე ფსონი გაქვთ დადებული,“ – ამბობს ნუკრი ქანთარია.

ნაცვლიშვილის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი მისაღებია გიორგი ვოლსკისთვის. მისი თქმით, საჭიროა, რომ ხმამაღალი განცხადებების ნაცვლად უფრო სიღრმისეული ანალიზი ჩატარდეს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით.

ბექა ნაცვლიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა თანაგუნდელმა მარიამ ჯაშმაც. მან აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნაცვლიშვილის კანონპროექტი ჩავარდება, მზადაა, სხვა საკითხებზე იმუშაოს მასთან ერთად.

დღეს მოქმედი საპენსიო რეფორმა მწვავედ გააკრიტიკა „ევროპული საქართველოს” წევრმა, ირმა ნადირაშვილმა. მისი თქმით, საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება არამიზნობრივად.

„ეს წერილი სააგენტოს დირექტორმა გაუგზავნა შესყიდვების სააგენტოს და მოითხოვა, რომ გამარტივებული შესყიდვა განხორციელდეს, თითქმის, მილიონზე და რაში სჭირდება იცით ეს შესყიდვა გამარტივებული წესით ამ სააგენტოს დირექტორს, რომელსაც რაში, მართლა არ ვიცი, 6 თვეა, მუშაობს, არაფერი არ გაუკეთებია და 10-დან 15 ათას ლარამდე იღებს უკვე ხელფასს, ამ არაფრის კეთებაში6 თვის განმავლობაში და  ახლა უკვე ვიგებთ, რომ გამარტივებული შესყიდვით კიდევ მილიონის დახარჯვა უნდა. თურმე, ამ მილიონის დახარჯვა უნდა იმისთვის, რომ გაგვაგებინოს, რა კარგია ეს მავნებლობა, ანუ პიარში უნდა დახარჯვა,“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

კომენტარები

კანონპროექტი სამწუხაროა ფსონი 2019-02-22
Tags კანონპროექტი სამწუხაროა ფსონი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ბოდიშზე მას შემდეგ ვილაპარაკოთ, რაც საზოგადოებას ვეტყვით, რომ იმ ანტიკონსტიტუციურ კანონს “ნაციონალურმა მოძრაობამ” მხარი დაუჭირა

შემდეგი სტატია

თუკი ჩინჩალაძე თავის კლანთან ერთად წავა, მეც დავწერ განცხადებას და წავალ

მსგავსი სტატიები

ზურაბ ბატიაშვილი: … დიდი ალბათობით, მას იქ „სლავური ავღანეთი“ ელოდება

ზურაბ ბატიაშვილი: … დიდი ალბათობით, მას იქ „სლავური ავღანეთი“ ელოდება

ირაკლი შალიკაშვილი 28 იან 2022
” “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი პარტიული სია, დეგრადირებული ადამიანების სიაა”

” “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი პარტიული სია, დეგრადირებული ადამიანების სიაა”

ნინო ჩხეიძე 01 ოქტ 2020
„15 დეკემბრიდან პერიოდულობით მოხდება მოქალაქეების ამოღება სიებიდან“

„15 დეკემბრიდან პერიოდულობით მოხდება მოქალაქეების ამოღება სიებიდან“

10 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

    ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

  • „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

    „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

  • რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

    რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

  • მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

    მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

  • მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

    მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

  • ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

  • მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

    მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

  • ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

    ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge