NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ნაციონალური მოძრაობის” გაგრძელება “ქართულ ოცნებაში” – ბესელია უმრავლესობის იმ ნაწილზე საუბრობს, ვინც მას მხარი არ დაუჭირა

“ნაციონალური მოძრაობის” გაგრძელება “ქართულ ოცნებაში” – ბესელია უმრავლესობის იმ ნაწილზე საუბრობს, ვინც მას მხარი არ დაუჭირა

22 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 924 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ნაციონალური მოძრაობის” გაგრძელება “ქართულ ოცნებაში” – ასე აფასებს ეკა ბესელია უმრავლესობის იმ ნაწილს, რომელმაც გუშინ კენჭისყრაზე მისი ინიციატივა არ გაიზიარა. ბესელიას თქმით, იგი ბრძოლას აგრძელებს და დეტალებს უახლოეს მომავალში გააჟღერებს.

“ეს არის აბსოლუტური ლუსტრირება ვინ არის დღეს “ნაციონალური მოძრაობის” გაგრძელება “ქართულ ოცნებაში.” ჩემთვის ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა, ამას მე გულისტკივილით ვლაპარაკობ, ამიტომ  მე ჩემს საბოლოო გადაწყვეტილებას გამოვაცხადებ, ვიტყვი 12:00 საათზე ბრიფინგზე. მე ამ ბრძოლას გავაგრძელებ, როგორ გავაგრძელებ, ვისთან ერთად, ამაზე ვისაუბრებ ბრიფინგზე,”-აცხადებს ეკა ბესელია.

უმრავლესობა გუშინვე დატოვა ბესელიას თანამოაზრემ ლევან გოგიჩაიშვილმა, რომელიც აცხადებს რომ მისთვის მიუღებელია იმ გუნდში ყოფნა, სადაც მორალური ზღვარი წაშლილია.

“მორალური ზღვარი წაიშალა ჩემთვის და პრინციპულად მიუღებელია ის ფორმულა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ისინი ცუდები იყვნენ და ესენი არიან კარგები და ამ ფორმულას დაუჭირა უმრავლესობამ მხარი და ეს ჩემთვის არის მიუღებელი. ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში ჩემი ბოლო გამოსვლა ტრიბუნაზე,”-აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

ბესელიას გუნდში მყოფი კიდევ ერთი დეპუტატი გედევან ფოფხაძე კი აცხადებს, რომ მან საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად უნდა გააანალიზოს გუშინდელი კენჭისყრის პროცესი და გადაწყვეტილებას უმრავლესობის დატოვების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.

უმრავლესობა კი საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ მათი გუნდი სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პრინციპით ხელმძღვანელობს, რაშიც ბესელიას ინიციატივა არ მოიაზრება.

“ჩვენი საზოგადოების დაკვეთა არის სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა და არა უსამართლო სამართლებრივი სახელმწიფოს საწინააღმდეგო კანონების მიღება. უმრავლესობა იქნება მყარი, “ქართული ოცნება” გააგრძელებს კიდევ უფრო მყარად თავის საქმიანობას ჩვენი საზოგადოების ინტერესების საკეთილდღეოდ, შესაბამისად თუკი ვინმე არ არის თანაზიარი ქართული ოცნებისა, ეს მათი გადასაწყვეტია,”-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბესელიას ინიციატივა სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 5 წლით შეჩერებას ითვალისწინებდა. გუშინდელ სხდომაზე მან მკაცრად გააკრიტიკა კოლეგები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გავლენის ქვეშ მოქცევაში დაადანაშაულა. ბესელიას ინიციატივას მხარს ოპოზიცია სრული შემადგენლობით და უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი უჭერდა მხარს.

კომენტარები

მხარი არ დაუჭირა 2019-02-22
Tags მხარი არ დაუჭირა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“თუ უმრავლესობა კანონპროექტს მხარს დაუჭერს, მე კი არა, კობახიძე უნდა წავიდეს

შემდეგი სტატია

“გაკოტრებულ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე” – ოპოზიცია მოსამართლეების შესახებ ბესელიას ინიციატივის ჩაგდებას აფასებს

მსგავსი სტატიები

სალომე სამადაშვილი: ბუჩაში გაუპატიურებული ქალები და ბავშვები პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არ იმსახურებენ? სარკეში როგორ უყურებთ საკუთარ თავს დილას?

სალომე სამადაშვილი: ბუჩაში გაუპატიურებული ქალები და ბავშვები პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არ იმსახურებენ? სარკეში როგორ უყურებთ საკუთარ თავს დილას?

ირაკლი შალიკაშვილი 24 მაი 2022
“ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს

“ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს

18 იან 2019

მოსკოვში, შრემეტევოს აეროპორტში თავდასხმის შესახებ შეტყობინება შევიდა

17 სექ 2017

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge