NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“გაკოტრებულ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე” – ოპოზიცია მოსამართლეების შესახებ ბესელიას ინიციატივის ჩაგდებას აფასებს

“გაკოტრებულ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე” – ოპოზიცია მოსამართლეების შესახებ ბესელიას ინიციატივის ჩაგდებას აფასებს

22 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 392 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დატოვებს თუ არა ეკა ბესელია დღეს “ქართულ ოცნებას” – საგანგებო განცხადების გაკეთებას იურიდიული კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი 12:00 საათისთვის აპირებს. უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს გედევან ფოფხაძის საკითხიც. რაც შეეხება, ე.წ. ამბოხებულების კიდევ ერთ წარმომადგენელს – ლევან გოგიჩაიშვილს, მან საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვა. ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადებას ითვალისწინებდა – პარლამენტმა გუშინ მხარი არ დაუჭირა.

ინიციატივას ხმა მისცა ოპოზიციამ სრული შემადგენლობით. “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ინიციატივის ჩავარდნა ივანიშვილის დაკვეთა იყო.

“მთელი უბედურება რაშია იცით, გულით ეთანხმებოდნენ ქალბატონ ბესელიას, მაგრამ ვერ გაბედეს მხარი დაეჭირათ ამ კანონპროექტის ავტორისთვის და შესაბამისად კანონპროექტისთვის, რატომ? ვინაიდან ივანიშვილისგან იყო შესაბამისი დავალება, რომ მათ არ უნდა მიეღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა,”-აცხადებს ნიკა მელია.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” სრულიად ოპოზიციისა და საზოგადოების კონსენსუსსაც კი აღარ ითვალისიწინებს და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე არ ფიქრობს.

“გაკოტრებულ ხელისუფლებასთან, ივანიშვილის გუნდს ვგულისხმობ, გვაქვს საქმე რომელიც იმ საკითხშიც კი, სადაც სრული კონსენსუსია მთელი პოლიტიკური სპექტრის მათ გარდა, აქაც არ სურთ რომ გადახედონ იმ კურსს, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ქვეყანა,”-აცხადებს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ ბესელიას ინიციატივა სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 5 წლით შეჩერებას ითვალისწინებდა. გუშინდელ სხდომაზე მან მკაცრად გააკრიტიკა კოლეგები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გავლენის ქვეშ მოქცევაში დაადანაშაულა. ბესელიას ინიციატივას მხარს ოპოზიცია სრული შემადგენლობით და უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი უჭერდა მხარს.

კომენტარები

ინიციატივა მოსამართლეები ოპოზიცია 2019-02-22
Tags ინიციატივა მოსამართლეები ოპოზიცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ნაციონალური მოძრაობის” გაგრძელება “ქართულ ოცნებაში” – ბესელია უმრავლესობის იმ ნაწილზე საუბრობს, ვინც მას მხარი არ დაუჭირა

შემდეგი სტატია

ხარვეზები მაჩალიკაშვილის საქმეზე, საპარლამენტო კონტროლი… – EMC საპატლამენტო უმცირესობას შეხვდება

მსგავსი სტატიები

როგორ იცვლებოდა თბილისის ქუჩები

04 დეკ 2017
“ამ ფულს საფლავში ვერ წავიღებ”

“ამ ფულს საფლავში ვერ წავიღებ”

28 სექ 2017
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრე დაასახელა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრე დაასახელა

23 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

  • სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

    სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

  • ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

    ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

  • ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

    ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge