მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადავადების საკითხის ჩავარდნის შემდეგ, დღეს დეპუტატებმა ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივას უნდა უყარონ კენჭი. სწორედ ამ კენჭისყრაზეა დამოკიდებული გამოაკლდება თუ არა უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი. იმ შემთხვევაში თუ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა ვერ მოიპოვებს საკმარის მხარდაჭერას, მას უკვე გაცხადებული აქვს რომ დატოვებს უმრავლესობას და დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძობს საქმიანობას. ნაცვლიშვილის ინიციატივა პარლამენტში გუშინ უნდა განეხილათ, თუმცა ვერ მოესწრო.
“ალბათობა იმისა, რომ მხარდაჭერილი იქნას იმ უმრავლესობიდან, რომელიც სხდომაზე მოვა, არის საკმაოდ დიდი ამიტომ ჩემი მოლოდინიც ამ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით უფრო უკეთესია დღეს, ვიდრე იყო გუშინ. იმ შემთხვევაში თუ ჩავარდა, მე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და ყველასთვის ცნობილია,”-აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.
კომენტარები