NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ყველამ იცის, რა “შპარგალკები” მოდიოდა პარლამენტში, ვის რა სურვილები ჰქონდა, ვინ ეწინააღმდეგებოდა სასამართლო რეფორმას

ყველამ იცის, რა “შპარგალკები” მოდიოდა პარლამენტში, ვის რა სურვილები ჰქონდა, ვინ ეწინააღმდეგებოდა სასამართლო რეფორმას

21 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 941 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია, ამბობს რომ ბოლო ორი წელია ის გუნდში განხილავდა იმ საკითხებს, რომელიც მისი აზრით პრობლემური იყო. დეპუტატის თქმით, მას შემდეგ, რაც მან შიდა განხილვების ყველა რესურსი ამოწურა და შედეგი მაინც ვერ მიიღო, ანუ მოსამართლეთა უვადოდ გამწესება არ შეჩერდა, თავს მორალური უფლება მისცა, რომ საკითხზე საჯაროდ ესაუბრა.

ბესელია ამბობს, რომ  ბოლო მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან სასამართლო რეფორმას ბევრი მოწანააღმდეგე ჰყავდა.

“ნახეთ პრაქტიკა, რა მოხდა 2018 წელს, რომ ყველა მოსამართლე, რომელიც უვადოდ დაინიშნა, დაინიშნა ისე რომ მან არ დაამთავრა გამოსაცდელი ვადა. პირველი პროტესტი მე მქონდა 2013 წელს. როდესაც ეს მოსამართლეები დაინიშნენ უვადოდ მაშინ დავსვი კითხვა, რისთვის ვაკეთებთ ამ რეფორმას? მაშინ საჯაროდ არ მისაუბრია ამ თემაზე საჯაროდ ვისაუბრე მას შემდეგ, რაც დავტოვე თანამდებობა. ყოველთვის მქონდა პროტესტი იმაზე,  რაც მიმაჩნდა, რომ იყო არასწორი და რაც არასწორია და უნდა გვეყოს გამბედაობა შევცვალოთ“-აცხადებს ეკა ბესელია.

მისი თქმით, 2016 წელს წინა პარლამენტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სამართლებრივ პოლიტიკურ აქტს, რომლითაც 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება შეფასდა.

ბესელიას თქმით, იქ ეწერა რომ ხელისუფლების სამივე შტო იყო ჩართული სისტემურ დანაშაულში, სასამართლოც, პროკურატურაც და ადვოკატთა დიდი ნაწილიც.

ბესელიას განცხადებით, მაშინ იმ რეზოლუციას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

„ამიტომ ასახსნელი არავისთან არაა, რა პოზიცია გვქონდა ჩვენ ამ საკითხზე წინა მოწვევის პარლამენტში, მაგრამ ამის შემდეგი ნაბიჯები რაც უნდა გაგვეკეთებინა იყო ის, რაც 2017 წელს დავიწყე სასამართლოს რეფორმის მეოთხე ეტაპი და ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა იცის, ვის რა პოზიცია გვქონდა რეფორმის დროს, ვინ რას ვეწინააღმდეგებოდით, როგორც მოდიოდა “შპარგალკები” პარლამენტში, ვის რა სურვილები ჰქონდა და როგორ ხდება ამ წინააღმდეგობის გაწევა“-ამბობს ბესელია.

მისი თქმით, აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხები და ვიწროპარტიული ინტერესები.

კომენტარები

ეწინააღმდეგებოდა პარლამენტში სასამართლო რეფორმა შპარგალკები 2019-02-21
Tags ეწინააღმდეგებოდა პარლამენტში სასამართლო რეფორმა შპარგალკები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ევროპული საქართველო“ ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინციატივას მხარს დაუჭერს

შემდეგი სტატია

ეკა ბესელიამ თავის დროზე თავად დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესახებ

მსგავსი სტატიები

კახა კოჟორიძე: აუცილებელია, ღარიბაშვილი ჩამოშორდეს მოლაპარაკების პროცესს

კახა კოჟორიძე: აუცილებელია, ღარიბაშვილი ჩამოშორდეს მოლაპარაკების პროცესს

ნინო ჩხეიძე 07 მარ 2021
“მემანქანეს წამოსცდა, ეს ჩვენ არ გვინდოდა, დაგვავალესო”

“მემანქანეს წამოსცდა, ეს ჩვენ არ გვინდოდა, დაგვავალესო”

07 ივნ 2018
ბორის ჯონსონმა რუს ხალხს მიმართა: თქვენ იმსახურებთ სიმართლეს. თქვენ იმსახურებთ ფაქტებს

ბორის ჯონსონმა რუს ხალხს მიმართა: თქვენ იმსახურებთ სიმართლეს. თქვენ იმსახურებთ ფაქტებს

ნინო ჩხეიძე 05 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

    პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

  • დღე ისტორიაში – 6 ივნისი

    დღე ისტორიაში – 6 ივნისი

  • Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

    Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

  • საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

  • „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

    „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

  • შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

    შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

  • უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

    უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge