NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თავიდანვე არასამართლიანად და დაუსაბუთებლად მიმაჩნდა სებ-ის მიერ 2007- 2008 წლის ტრანზაქციების 11 წლის შემდეგ წამოწევა

თავიდანვე არასამართლიანად და დაუსაბუთებლად მიმაჩნდა სებ-ის მიერ 2007- 2008 წლის ტრანზაქციების 11 წლის შემდეგ წამოწევა

21 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება 1014 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის სკანდალურ განცხადებას და TBC-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის მიერ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის საკითხის წამოწევას „არასამართლიანად“ და „დაუსაბუთებლად“ მიიჩნევს. ჯაფარისთვის ასევე მიუღებელია პროკურატურის მიერ ე.წ. ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით საქმის წარმოების დაწყება.

ბადრი ჯაფარიძე ეროვნულ ბანკთან ერთობლივი განცხადების გავრცელების მიზეზს განმარტავს და ამბობს, რომ აღნიშნული ქმედება ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთვის აუცილებელი ნაბიჯი იყო.

ჯაფარიძე აქვე აღნიშნავს, რომ სასამართლოში შეტანილი სარჩელის გამოტანას არ გეგმავს და ამბობს, რომ სამშაბათს პარლამენტში დაგეგმილ საკომიტეტო მოსმენაზეც მივა.

„მინდა განვაცხადო, რომ თავიდანვე არასამართლიანად და დაუსაბუთებლად მიმაჩნდა ეროვნული ბანკის მიერ 2007-2008 წლის ტრანზაქციების 11 წლის შემდეგ წამოწევა და მათთვის ინტერესთა კონფლიქტის დარღვევის და დაკავშირებული მხარის კვალიფიკაციის მიცემა. ასევე, სრულიად მიუღებელია ჩემთვის იგივე ტრანზაქციებზე ფულის გათეთრების მუხლით საქმის აღძვრა, იმ დროს როცა მსგავსი ეჭვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ის რაც გრძელდება ბოლო 6 თვის განმავლობაში არის უაღრესად დამაზიანებელი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ. თიბისი ბანკი არის ბრწყინვალე მაგალითი თუ როგორ შეიძლება ნულიდან შექმნილი ქართული კომპანია გახადო მსოფლიოს წამყვანი საფონდო ბირჟის პრემიარული სეგმენტის და ინდექსის ნაწილი. ეს არ არის მხოლოდ ბანკის დამფუძნებლების, თანამშრომლების არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება. მე ძალიან მეამაყება მამუკასთან ერთად ყველა ბიზნეს წამოწყებაში მონაწილეობის მიღება. მიმაჩნია, რომ ბანკის გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან ერთობლივი განცხადების გაკეთების შესახებ იყო აუცილებელი ნაბიჯი იმისათვის, რომ უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორთა უზარმაზარ ჯგუფისთვის, ბანკის 2 მილიონ მომხმარებელზე მეტისთვის და ჩვენი ერთგული პარტნიორებისთვის გვეთქვა, რომ ბანკსა და მის რეგულატორს შორის კონფრონტაცია შეწყდა და ამით ბანკი უბრუნდება თავის ჩვეულ ტემპს და გააგრძელებს განვითარების ამბიციური გეგმების განხორციელებას. ამასთან, მე, როგორც ბადრი ჯაფარიძე, არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ ჩვენი სიმართლის მტკიცებას და მივიღებ მონაწილეობას პარლამენტის მიერ დანიშნულ განხილვებში 26 თებერვალს.

“რაც შეეხება ჩემს მომავალს ბანკში – მე პატივს ვცემ ბანკის გადაწყვეტილებას და მის შესაბამისად ვიმოქმედებ.

მიუხედავად დაგეგმილი რესტრუქტურიზაციისა, თიბისის გუნდი რჩება უაღრესად კვალიფიციური და პატრიოტი ადამიანების ურყევ ერთობად. შეუცვლელ ფაქტად რჩება ის, რომ თიბისი დაფუძნებულია მამუკა ხაზარაძის, ჩემი და ჩვენი სხვა პარტნიორების მიერ. ჩვენს შექმნილ წარმატებას არაფერი ემუქრება და თიბისი განაგრძობს მისი ფასეულობებისა და გრძელვადიანი გეგმების მიხედვით წარმატებულ სვლას,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

არასამართლიანად დაუსაბუთებლად ტრანზაქციები 2019-02-21
Tags არასამართლიანად დაუსაბუთებლად ტრანზაქციები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აღნიშნული დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე – სებ-ი სამეთვალყურეო საბჭოდან ხაზარაძე-ჯაფარიძის გაწვევაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

კონსტიტუციის უგულებელყოფა კანონების მიღებისას – ოპოზიციის კითხვები “ოცნებას”

მსგავსი სტატიები

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა

სოსო ელისაშვილი 22 ოქტ 2018
ძალიან მარტივად გაიყიდნენ – როგორც კი უბნებთან 25-მეტრიანი რადიუსის დაწესებაზე მემორანდუმი შევთავაზეთ, მოთხოვნაზე უარი თქვეს

ძალიან მარტივად გაიყიდნენ – როგორც კი უბნებთან 25-მეტრიანი რადიუსის დაწესებაზე მემორანდუმი შევთავაზეთ, მოთხოვნაზე უარი თქვეს

ირაკლი შალიკაშვილი 06 ივლ 2020
მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის

მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის

ირაკლი შალიკაშვილი 28 სექ 2020

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge