NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ერთპიროვნული მმართველობა და საკმაოდ არადემოკრატიული მმართველობა დამკვიდრდა Freedom House-ში – გიორგი ვოლსკი

ერთპიროვნული მმართველობა და საკმაოდ არადემოკრატიული მმართველობა დამკვიდრდა Freedom House-ში – გიორგი ვოლსკი

21 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 1362 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

Freedom House-ის დასკვნა და კრიტიკული შენიშვნები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით – საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშს მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებას Freedom House-ის ანგარიში ადეკვატურად ასახავს.

„ეს ანგარიში არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენთვის, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ის საგარეო პოლიტიკური ამოცანები, რაც ქვეყანას უნდა ჰქონდეს – ევროკაშირში და ნატო-ში გაწევრიანება, მსგავსი ანგარიშების პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერანაირ პროგრესს, ვერც ნატო-ში, ვერც ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით ვერ მივაღწევთ და რეალურად, ქვეყანა გაიყინება იქ, სადაც დღეს არის დიდი ხნით,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი Freedom House-ს აღნიშნული ანგარიშის გამო აკრიტიკებენ. გია ვოლსკი ამბობს, რომ ფრიდონ ჰაუსის ანგარიში სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნებთან წინააღმდეგობაში მოდის თუმცა, დეპუტატი თავს იკავებს აღნიშნული ავტორიტეტული ორგანიზაციების დასახელებისგან.

„ერთპიროვნული მმართველობა და საკმაოდ არადემოკრატიული მმართველობა დამკვიდრდა Freedom House-ში, როდესაც ერთი ან ორი ადამიანი წყვეტს შინაარსს მოხსენების, რომელიც პრინციპულად და ყველა ასპექტით უპირისპირდება საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნებს. დემოკრატიულობის ხარისხთან დაკავშირებით, სასამართლოს, ბიზნესის დამოუკიდებლობასთან და შესაძლებლობებთან, კრიმინალთან ბრძოლის და სხვა მრავალ საკითხებში,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Freedom House-ის ანგარიშში დიდი ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნებს ეთმობა, რომლის მიხედვით პროცესს ჩრდილი მიაყენა ბრალდებებმა ხმების მოსყიდვაზე, უმეტესად მმართველი პარტიის მიერ.

საუბარია ასევე გავრცელებულ ცნობებზე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო უბნებთან „ქართული ოცნების“ აქტივისტების სიებით მორიგეობის შესახებ, რაც ქმნიდა დაშინების გარემოს.

ანგარიშში საუბარია ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე – მის გავლენებზე, ფინანსურ და ბიზნეს ინტერესებთან კავშირში.

კომენტარები

Freedom House არადემოკრატიული მმართველობა ერთპიროვნული 2019-02-21
Tags Freedom House არადემოკრატიული მმართველობა ერთპიროვნული
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კონსტიტუციას კი არ იცავს, ზარდიაშვილს და ჩინჩალაძეს იცავს – ბესელია კობახიძეს მწვავედ აკრიტიკებს

შემდეგი სტატია

მკვიდრდება ნომენკლატურული კაპიტალიზმი… ბიზნესის დირექტორი უნდა იყოს ხელისუფლება – გია ხუხაშვილი TBC-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს

მსგავსი სტატიები

ზაზა სარალიძე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა

11 სექ 2018

„უკვე რამხელა შედეგი დადო კარლოს ძემ“

18 დეკ 2017
კიევში სააკაშვილის მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

კიევში სააკაშვილის მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

27 თებ 2018

უახლესი ამბები

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

  • პაატა მანჯგალაძე: ვისაც სჯერა, რომ კობახიძე გარდაისახა, ღმერთმა ხელი მოუმართოს – ჩვენ არ გვჯერა

    პაატა მანჯგალაძე: ვისაც სჯერა, რომ კობახიძე გარდაისახა, ღმერთმა ხელი მოუმართოს – ჩვენ არ გვჯერა

  • D ვიტამინით მდიდარი საკვები

    D ვიტამინით მდიდარი საკვები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge