NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ერთმანეთს მივცეთ გარანტია, რომ იქნება სასამართლო დამოუკიდებელი და დღესვე დავტოვებ პარლამენტს

ერთმანეთს მივცეთ გარანტია, რომ იქნება სასამართლო დამოუკიდებელი და დღესვე დავტოვებ პარლამენტს

21 თებ 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 934 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„არცერთ თქვენგანს, ვინც დღეს ანტიკონსტიტუციურობაზე საუბრობთ, არ გამოგითქვამთ პრეტენზია, რომ ეს არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან,“ – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა თანაგუნდელების მისამართით გააკეთა.

პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების საკანონმდებლო ინციატივაზე მსჯელობენ, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 5 წლით გადავადებას გულისხმობს.

ლევან გოგიჩაიშვილმა თანაგუნდელებს მოუწოდა, რომ მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება და ინიციატივა მხოლოდ იმის გამო არ დაბლოკონ, რომ ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ არის წარდგენილი.

გოგიჩაშვილის თქმით, დღევანდელი განხილვა და შემდეგ კენჭისყრა წყალგამყოფია, რადგან გამოჩნდება საპარლამენტო უმრავლესობის შეხედულება მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით.

„წყალგამყოფია დღევანდელი კანონპროექტის კენჭისყრა იმიტომ, რომ ერთდერთი გამოსავალი არის ეს, რომელიც გამოგვიყვანს, პირველ რიგში, ჩვენს ხელისუფლებას და უმრავლესობას იმ ჩიხიდან, რომელიც საკუთარი ხელით შევქმენით. კანონებს ვიღებთ, რაშიც აღარავინ გვეთანხმება, აბსოლუტურად, არვინ ჩვენკენ არ არის, ამ იდეაში, ამ მოცემულობაში მარტონი ვართ,“ – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

გოგიჩაიშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადებაც გააკრიტიკა, სადაც ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდის უმრავლესობა კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა. გოგიჩაიშვილის შეფასებით, პოლიტსაბჭომ უკვე მეორედ გააკეთა არასწორი განცხადება.

„ეს იყო მეორეჯერ არასწორი განცხადება, რომელმაც კიდევ უფრო მეტად მძიმე ჩიხში შეიყვანა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ დეპუტატები დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას არა სახელმძღვანელო პრინციპებით, რაც იყო გუშინ ჩამოწერილი იმ განცხადებაში, არამედ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმ პასუხისმგებლობით, რომელსაც დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი გრძნობს საკუთარი თავის, სინდისის და იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც არიან მთავარი გარანტორები ჩვენი აქ ყოფნის, ეს არის მთავარი ფუნდამენტური პრინციპი,“ – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩრების მოთხოვნაზე საუბრისას გოგიჩაიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ დატოვოს პარლამენტი, თუ გარანტია ექნება, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრები სასამართლოს ხელში არ ჩაიგდებენ.

„ერთმანეთს მივცეთ გარანტია, რომ იქნება სასამართლო რეალურად დამოუკიდებელი და ამ ჯგუფს ხელში არ ჩავუგდებთ, დღესვე დავტოვებ პარლამენტს, ოღონდ ეს გარანტია არსებობდეს, მაგრამ ეს გარანტია არ არის იმიტომ, რომ ტესტია დღევანდელი გადაწყვეტილება,“ – ამბობს გოგიჩაიშვილი.

კომენტარები

გარანტია სასამართლო დამოუკიდებელი 2019-02-21
Tags გარანტია სასამართლო დამოუკიდებელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ივანიშვილის ინდულგენცია მურუსიძეს და კონსტიტუციის უგულებელყოფა კანონების მიღებისას – ოპოზიციის კითხვები “ოცნებას”

შემდეგი სტატია

“გთავაზობთ მოდელს, დაინიშნოს სასამართლოში ახალი ნაკადი, მაგრამ მოქმედი მოსამართლეების გადანიშვნა გადავადდეს”

მსგავსი სტატიები

„ზვიად რატიანის საქმეზე მიღებული დადგენილება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს“

17 იან 2018
“სლოვაკეთი მზადაა, მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას და საქართველოს ნატო-ში თანამშრომლობის გაღრმავებაში”

“სლოვაკეთი მზადაა, მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას და საქართველოს ნატო-ში თანამშრომლობის გაღრმავებაში”

ნინო ჩხეიძე 03 დეკ 2020
შსს-მ ერთ-ერთ ღამის კლუბში მყოფი სტუმრის კუთვნილი მოტოციკლის ქურდობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა

შსს-მ ერთ-ერთ ღამის კლუბში მყოფი სტუმრის კუთვნილი მოტოციკლის ქურდობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა

24 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge