„არ შეესაბამება იმ თანამდებობას, რაზეც ის არის. აბსოლუტურად დაკარგული აქვს ყველაფერი,“ – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” მდივანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის შესახებ გააკეთა.
გოგიჩაიშვილის თქმით, თუკი უმრავლესობა კენჭისყრაზე დეპუტატ ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ მხარს არ დაუჭერს, ის საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს.
პლენარულ სხდომაზე შესვენების დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ლევან გოგიჩაიშვილსა და “ნაცმოძრაობას” შორის კონსენსუსი ნიშანდობლივია.
„მე ვფიქრობ, ძალიან არაადეკვატურია ეს ადამიანი, პირდაპირ გეტყვით. არ შეესაბამება იმ თანამდებობას, რაზეც ის არის. აბსოლუტურად დაკარგული აქვს ყველაფერი. რეალობის განცდა, მორალზე აღარ ვსაუბრობ იმიტომ, რომ ჩინჩალაძის მორალია თავიდან ბოლომდე. როცა ამბობ, რომ ის ცუდი იყო და ახლა კარგი გახდა. საკუთარი სიტყვებით თავის მორალს ხაზი გაუსვა. ეს კენჭისყრა დაგვანახებს, ბუნებრივია, თუ უმრავლესობა მხარს დაუჭერს, მე ვფიქრობ, მე კი არა, კობახიძე უნდა წავიდეს. თუ არ დაუჭერს, ბუნებრივია, მე ჩემს გადაწყვეტილებას მივიღებ,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
კომენტარები