NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ყველაზე დიდი მფლანგველი სამინისტრო” – ოპოზიცია პარლამენტში ირმა ცქიტიშვილთან შესახვედრად ემზადება

“ყველაზე დიდი მფლანგველი სამინისტრო” – ოპოზიცია პარლამენტში ირმა ცქიტიშვილთან შესახვედრად ემზადება

20 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 426 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტში სესიაზე დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრს ელოდებიან. ოპოზიციას მაია ცქიტიშვილთან უწყებაში არსებულ შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე აქვს კითხვები. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ეს არის ყველაზე არაეფექტიანი სამინისტრო. მათი მტკიცებით “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ინფრასტრუქტურულ პროექტებში უწყებამ 7 მილიარდი ლარი დახარჯა, თუმცა ეს არ ეტყობა ქვეყნის ინფრასტრუქტურას.

“ეს არის ქვეყნის უზარმაზარი რესურსების ყველაზე დიდი მფლანგველი სამინისტრო და ცალკეული პროექტების მიხედვით ჩვენ გვექნება შეკითხვები,”- აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე.

“ევროპული საქართველო” კი მინისტრს საკუთარ დანაპირებს შეახსენებს და სამინისტროში ცქიტიშვილის მოსვლამდე არსებული შესაძლო კორუფციული ფაქტების გამოვლენით დაინტერესდება.

“გავიდა ერთი წელი და ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული შედეგები, რა გაირკვა, ჰქონდა თუ არა ადგილი სახელმწიფო ქონების მითვისებას ან განიავებას, ან კორუფციის ფაქტებს,”-აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.

ირმა ცქიტიშვილთან კონკრეტული შეკითხვები აქვთ “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებსაც. ირმა ინაშვილი სამინისტროს მიერ აუთვისებელი ხარჯების თემაზე საუბრობს და უწყებას აკრიტიკებს.

“ჩვენი ტიპის ქვეყანაში, სადაც არის ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი განსახორციელებელი, რატომ რჩება აუთვისებელი თანხები?”

უმრავლესობაში კი უსაფუძვლოს უწოდებენ ოპონენტების ბრალდებებს და დარწმუნებული არიან, რომ მინისტრი შეძლებს ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები გასცეს.

“ოპოზიციის კრიტიკა ვერ უძლებს ფაქტების გადამოწმების ვერცერთ ტესტს, მათ შორის ვერც ამას. 1200 პროექტი და მილიარდ ექვსასი მილიონი ლარი, არცერთი ხელისუფლების პირობებშიო არ იყო ამ ოდენობის პროექტი განხორციელებული,”-აცხადებს უმრავლესობის წევრი, ზაზა გაბუნია.

კომენტარები

მფლანგველი ოპოზიცია პარლამენტი 2019-02-20
Tags მფლანგველი ოპოზიცია პარლამენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ეს არის პირდაპირი ჩარევა სამინისტროსი და ოლიმპიური კომიტეტის,”- ხაბარელი დათუნაშვილის დისკვალიფიკაციის მოთხოვნაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

არასამთავრობო სექტორი დროებითი კომისიის შექმნას და დაგროვებული საქმეების შესწავლას ითხოვს

მსგავსი სტატიები

ბესელია მეთოფიშვილის წინააღმდეგ – დეპუტატი მოსამართლის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

ბესელია მეთოფიშვილის წინააღმდეგ – დეპუტატი მოსამართლის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

25 იან 2019

ჩერგოლეიშვილი: პროვინციულ კლუბად აქცია „რუსთავი 2“ მისმა ხელმძღვანელობამ

27 ოქტ 2017

მოსკოვთან МиГ-29 ჩამოვარდა

სოსო ელისაშვილი 05 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე – ციცქნა

    ლილი ფოფხაძე – ციცქნა

  • მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

    მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge