NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»TBC ბანკის საქმე – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და TBC ჯგუფის დამფუძნებლები ერთმანეთს შესაძლოა, პარლამენტში შეხვდნენ

TBC ბანკის საქმე – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და TBC ჯგუფის დამფუძნებლები ერთმანეთს შესაძლოა, პარლამენტში შეხვდნენ

20 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 390 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და TBC ჯგუფის დამფუძნებლები ერთმანეთს შესაძლოა, პარლამენტში შეხვდნენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ქვეყნის ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის განხილვას, საკომიტეტო ფორმატში გეგმავს.

ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია კობა გვენეტაძე, მამუკა ხაზარაძე და TBC ბანკის სხვა დამფუძნებლები ერთმანეთს საკანონდებლო ორგანოში შეხვდნენ და იქ გაიმართოს მსჯელობა ე.წ. ფულის გათეთრების შესახებ.

„მნიშვნელოვანია, რომ TBC ბანკმა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამართლებრივ საფუძველზე, ობიექტურად გადაწყვიტონ ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე ის პრობლემა, რაც დღეს არსებობს. გარდა ამისა, ჩვენ მოვისმინეთ, რომ TBC  ბანკის ადმინისტრაციას,  მის დამფუძნებლებს აქვთ სურვილი, მოვიდნენ პარლამენტში და მოგვაწოდონ ის ინფორმაცია, რაც მათ აქვთ. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში არის ამის შესაძლებლობა, შეგვიძლია ეს ინფორმაცია მივიღოთ, მოვაწყოთ ეს შეხვედრა იმ დროს და იმ შესაძლებლობებში, როდესაც მათ ექნებათ ამის სურვილი,“ – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

თავად მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელეს. TBC ბანკის დამფუძნებლები პარლამენტთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.

ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა გასულ კვირას მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა. ლაპარაკია პროკურატურის მიერ 11 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე.

საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. თიბისი ბანკმა სებ-ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

კომენტარები

TBC ბანკი ეროვნული ბანკი პარლამენტი 2019-02-20
Tags TBC ბანკი ეროვნული ბანკი პარლამენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ვიღაცის კაცის კაცები არ ვართ, ჩვენ ეს ადგილი არავისგან წყალობით არ მიგვიღია”-გედევან ფოფხაძე თანაპარტიელებს პასუხობს

შემდეგი სტატია

“კობახიძე ეტყობა იმიტომ არის ბედნიერი, რომ მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება, რომ ეს კანონი უნდა შეჩერებულიყო” – დავით ჭიჭინაძე მოსამართლეების საკითხზე საუბრობს

მსგავსი სტატიები

უკრაინაში საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Печора გამოსცადეს

უკრაინაში საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Печора გამოსცადეს

17 იან 2018
გია ვოლსკი: გინდ მდუმარე აქცია ჩაატარონ, გინდ ხმამაღალი, ყველაფერს მაინც ერთი სახელი აქვს …

გია ვოლსკი: გინდ მდუმარე აქცია ჩაატარონ, გინდ ხმამაღალი, ყველაფერს მაინც ერთი სახელი აქვს …

ნინო ჩხეიძე 15 ნოე 2020
აშშ გმობს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას

აშშ გმობს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას

27 იან 2018

უახლესი ამბები

  • ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

    ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

  • ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

    ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

  •  კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

     კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

  • ლილი ფოფხაძე – უკარება

    ლილი ფოფხაძე – უკარება

  • “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

    “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

  • “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

    “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

  • რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

    რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

  • Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

    Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

  • სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

    სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

  • საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

    საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge