NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„გამჭვირვალობა არის პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესი“ – მდინარაძე TBC ბანკის შესახებ საუბრობს

„გამჭვირვალობა არის პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესი“ – მდინარაძე TBC ბანკის შესახებ საუბრობს

20 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 314 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს გამოძიებასაც თითოეულ დეტალთან მიმართებაში“ – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ TBC ბანკის შესახებ გააკეთა.

მდინარაძე ამბობს, რომ ამ საქმესთან მიმართებაში, ხელისუფლების უპირველესი ინტერესი გამჭვირვალობაა. მისი მტკიცებით, ხელისუფლების, ან ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რაიმე დაინტერესება ამ საქმის მიმართ არ არსებობს.

მდინარაძე ოპოზიციის წევრების განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს.

„განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს გამოძიებასაც თითოეულ დეტალთან მიმართებაში. ხელისუფლებასაც, თუნდაც გაკეთებულ განცხადებებში, იმიტომ რომ ერთი მხრივ, საქმე შეეხება უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტი, მეორე მხრივ, საქმე შეეხება კონკრეტულ გამოძიებას, რომლის პოლიტიზირება შეიძლება ძალიან დამაზიანებელი იყოს და გამოძიების ინტერესებსაც კი შეეწინააღმდეგოს. აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობა არის პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესი, დანარჩენი ოპოზიციისთვის ნებისმიერი საქმე, რომელიც რეზონანსული ხდება, სპეკულაციის საგანია, საშუალებაა, რომ ხელისუფლებას ზიანი მიაყენოს. ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც გამოდის თვითონ ობიექტი, ვისზეც ვსაუბრობთ და ამბობს, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, ჩვენ ვთანამშრომლობთ პარლამენტთან, ეს არის ძალიან კარგი,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის წევრი, გედევან ფოფხაძე კი ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვნად პროცესების სამართლებრივ ფარგლებში მოქცევას აფასებს.

„ამ თემის პოლიტიზირებას ამ ეტაპზე არ დავიწყებდი თუმცა, პირდაპირ გეტყვით, რომ თუ რაიმე ნიშნები არის იმის, რომ ასეთი მსხვილი ფინანსური ჯგუფი შეიძლება უსამართლოდ დაზარალდეს და დაზარალდეს სახელმწიფოს მხრიდან, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მხარდაჭერა და სოლიდარობა მას სჭირდება, მაგრამ მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს პროცესი უნდა მოექცეს სამართლებრივ ფარგლებში,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

TBC ბანკი გამჭვირვალობა ხელისუფლების ინტერესი 2019-02-20
Tags TBC ბანკი გამჭვირვალობა ხელისუფლების ინტერესი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“კობახიძე ეტყობა იმიტომ არის ბედნიერი, რომ მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება, რომ ეს კანონი უნდა შეჩერებულიყო” – დავით ჭიჭინაძე მოსამართლეების საკითხზე საუბრობს

შემდეგი სტატია

“სამშაბათს, პარლამენტში შედგება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც მოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი”

მსგავსი სტატიები

საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს

საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს

ირაკლი შალიკაშვილი 16 ოქტ 2019
ხელისუფლების ხელწერაა ტოტალური მოსყიდვა და კრიმინალების ჩართვა არჩევნებში

ხელისუფლების ხელწერაა ტოტალური მოსყიდვა და კრიმინალების ჩართვა არჩევნებში

სოსო ელისაშვილი 14 მაი 2019
თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით დელეგაცია გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე მიემგზავრება

თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით დელეგაცია გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე მიემგზავრება

სოსო ელისაშვილი 10 მარ 2018

უახლესი ამბები

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

  • სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

    სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

  • ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

    ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

  • ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

    ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge