NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ვალდებულები ვართ, უხერხულობა მოვუხსნათ – კვაჭანტირაძე უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის საკითხზე საუბრობს

ვალდებულები ვართ, უხერხულობა მოვუხსნათ – კვაჭანტირაძე უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის საკითხზე საუბრობს

19 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 385 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ არ შეიძლება, არ იყოს რაღაცა კავშირი ამ ორ საკონსულტაციო ორგანოს შორის – ზვიად კვაჭანტირაძის აზრით, არ შეიძლება პრეზიდენტი არ იყოს ოპერატიულად ინფორმირებული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობის შესახებ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სატელევიზიო კომენტარებიდან ჩანს, რომ პრეზიდენტი არ არის ინფორმირებული მთელ რიგ საკითხებზე.

„პოლიტიკური გადასახედიდან ცოტა უხერხულობაში ვართ, როდესაც პრეზიდენტის კომენტარებით, ტელევიზიით ვიგებთ და აშკარად ჩანს პრეზიდენტის შეკითხვის ნიშნები ამ პროცესთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, ეს უხერხულობა მოვუხსნათ. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ უზრუნველვყოთ პრეზიდენტის ოპერატიული ინფორმირებულობა უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობაზე.

ვფიქრობთ, რომ მარტო ტექნოკრატიული არგუმენტებით, რომ გასაგებია, პრემიერმინისტრი ვერ უხელმძღვანელებს საბჭოს, სადაც ჩვეულებრივი წევრი იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ იქნებ პრეზიდენტის წარმომადგენელი მაინც იყოს წარმოდგენილი საკონსულტაციო ხმის უფლებით ამ საბჭოში,“ – ამბობს ზვიად კვაჭანტირაძე.

მისი განცხადებით, პარლამენტი ნოტარიალური ორგანო არ არის, თუმცა მას შეუძლია, ყველა რაციონალურ გადაწყვეტილებას უყაროს კენჭი. თუმცა როგორც კვაჭანტირაძე ამბობს, უსაფრთხოების საბჭოში სალომე ზურაბიშვილის რაიმე ფორმით შეყვანის საკითხი დიდი ხანია, განიხილება, თუმცა მთავრობიდან არანაირი საპასუხო განცხადება არ გაკეთებულა.

“არანაირ გამოძახილს, არანაირ შემხვედრ აზრს საპასუხოდ ვერ ვიღებთ, ჩემთვის და ბევრი ჩემი კოლეგისთვის შემაშფოთებელია,” – ამბობს კვაჭანტირაძე.

კომენტარები

ვალდებულები პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭო 2019-02-19
Tags ვალდებულები პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„თვალსა და ხელს შუა იურიდიული კომიტეტის რეპუტაცია აორთქლდა”

შემდეგი სტატია

“თიბისი ბანკის” საქმე – ხაზარაძე და ჯაფარიძე მზად არიან, დეპუტატების ინფორმაცია მიაწოდონ

მსგავსი სტატიები

„შენების მოძრაობამ” დიდი დიღმის მაჟორიტარობის კანდიდატად შორენა ბუხრაშვილი წარადგინა

13 სექ 2017
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ქუვეითში ოთხი ქართველი ტურისტი დააკავეს

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ქუვეითში ოთხი ქართველი ტურისტი დააკავეს

სოსო ელისაშვილი 20 მარ 2018
ნატოს 4 სამხედრო ხომალდი ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა

ნატოს 4 სამხედრო ხომალდი ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა

04 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge