საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, თვლის, რომ TBC ბანკის თემაზე უმჯობესია, პარლამენტმა ბანკის პოზიციასა და რეგულატორის პოზიციებს მოუსმინოს.
აკაკი ზოიძის განცხადებით, პროკურატურამ უნდა დაასრულოს გამოძიება და, თუ გამოჩნდა, რომ გამოძიების პროცესში ობიექტურობას ექმნება საფრთხე, შესაძლებელია, პარლამენტი ჩაერთოს.
„პარლამენტმა, პირველ რიგში, ეროვნულ ბანკს უნდა მოუსმინოს, რეგულატორის პოზიციას ამასთან დაკავშირებით. პროკურატურამ უნდა დაასრულოს გამოძიება, თუ გამოძიება კონკრეტულ ფაქტებზეა დაყრდნობილი და მერე თუ დავინახეთ, რომ საფრთხე ექმნება ობიექტურობას შესაძლებელია, რომ პარლამენტი ჩაერთოს, მაგრამ ჯერ მივცეთ საშუალება, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად ფრთხილად, დელიკატურად წავიდეს,“ – აცხადებს აკაკი ზოიძე.
კომენტარები