ოპოზიცია თიბისი ბანკის საკითხის შესწავლას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფორმატში ითხოვს.
ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადებები მას შემდეგ გააკეთეს, რაც მამუკა ხაზარაძემ გამოთქვა მზადყოფნა, ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია და არ დარჩეს პასუხგაუცემელი შეკითხვები.
დეპუტატები ამბობენ, რომ აუცილებელია, კითხვები პასუხგაუცემელი არ დარჩეს. ამისთვის კი შესაძლოა, გამოყენებული იყოს საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის ფორმატიც.
უმრავლესობა კი საკითხის საკანონმდებლო ორგანოში განხილვის საჭიროებას ვერ ხედავს იმ დრომდე, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.
მამუკა ხაზარაძე კი დარწმუნებულია, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება უსაფუძვლოა და ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია. ის მზად არის შესაბამისი ტრანზაქციების შესახებ საერთაშორისო იურიდული კომპანია ენტონსის დასკვნა ყველას გააცნოს.
კომენტარები