NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“არ მინდა, შევაშინო ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე, მაგრამ ყოველდღე უნდა ელოდონ ისინი დაპატიმრებას“

“არ მინდა, შევაშინო ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე, მაგრამ ყოველდღე უნდა ელოდონ ისინი დაპატიმრებას“

19 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 341 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპარლამენტო ოპოზიციის წევრი და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ TBC ბანკის დამფუძნებლები ნებისმიერ დროს დააკავონ.

ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიას ერთადერთი მიზანი აქვს. მისი თქმით, ივანიშვილს სურს ბანკის ხელში ჩაგდება და მთავარი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის პორტის პროექტის ჩაშლა. რაც ნიკა მელიას განცხადებით, ფაქტობრივად, გამოვიდა კიდეც, რადგან ხაზარაძე და ჯაფარიძე, როგორც ფულის გამთეთრებლები მიუღებელი პარტნიორები იქნებიან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისთვის, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობაში 600 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას აპირებდა.

„ადამიანი, პრაქტიკულად, ძებნაზე დასვეს, ფულის გამთეთრებლად გამოაცხადეს, ობიექტური ვარაუდი არსებობს,რომ 600 მილიონი დოლარის გამოყოფის სურვილი საერთაშორისო ფინანსურს ინსტიტუტს აღარ გაუჩნდება, მანამ, სანამ ბატონი ხაზარაძე ან, თუნდაც, ბატონი ბადრი ჯაფარიძე იქნებიან ამ პროცესში ჩართულნი.

ბიძინა ივანიშვილის გეგმაში გახლავთ შემდეგი, გეოპოლიტიკური ინფრასტრუქტურული პროექტის შეჩერება იმ საბაბით, რომ აგერ, თურმე უმძიმესი დამნაშავეები ახორციელებენ ამ პროექტს. არ მინდა, შევაშინო ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე, მაგრამ ყოველდღე უნდა ელოდონ ისინი დაპატიმრებას,“ – აცხადებს ნიკა მელია.

“კურიერმა” ექსკლუზიურად მამუკა ხაზარაძის ის წერილი  მოიპოვა, რომელიც “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა თანამშრომლებს ელქტრონულად დაუგზავნა. ელექტრონული შეტყობინებაში, რომლის ნამდვილობაც “კურიერმა” რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმა, მამუკა ხაზარაძე TBC ბანკის გარშემო დაწყებულ კამპანიას პირდაპირ უკავშირებს პოლიტიკას, მისი ბიზნესის მიტაცების სურვილსა და აღნიშნავს, რომ უპრეცენდენტო შემოტევა და ორკესტრირებული თავდასხმა სწორედ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ხორციელდება.

კომენტარები

2019-02-19
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამუკა ხაზარაძე: „ვიმყოფებით უპრეცენდენტო შემოტევისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან“

შემდეგი სტატია

“ის უნდა იყოს გულწრფელი” – ბაქრაძე ხაზარაძეს საზოგადოების თანადგომის მოპოვებას ურჩევს

მსგავსი სტატიები

„შაბათი საღამოა და მოვიცალე ამათთვის“

01 აპრ 2018
vali.ge-ს ბაზას კიდევ ერთი ბანკი და 3 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაემატა

vali.ge-ს ბაზას კიდევ ერთი ბანკი და 3 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაემატა

22 დეკ 2018
საფრთხე, რომლითაც მოძრაობთ!

საფრთხე, რომლითაც მოძრაობთ!

25 მაი 2018

უახლესი ამბები

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

  • გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

    გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

  • თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

    თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

  • “ქართველი ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობა აღქმულ უნდა იქნას როგორც წამების აქტი”

    “ქართველი ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობა აღქმულ უნდა იქნას როგორც წამების აქტი”

  • ალეკო ელისაშვილი მზად არის შეხვდეს “ქართულ ოცნებას” საჯაროდ, ტელეკამერების თანდასწრებით

    ალეკო ელისაშვილი მზად არის შეხვდეს “ქართულ ოცნებას” საჯაროდ, ტელეკამერების თანდასწრებით

  • განმეორებით თუ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას საფუძველი საგამოძიებო კომისიის დასკვნამ უნდა შეუქმნას

    განმეორებით თუ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას საფუძველი საგამოძიებო კომისიის დასკვნამ უნდა შეუქმნას

  • გიგა ბოკერიას განცხადება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ, გასაკვირი არ არის, მათი პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია

    გიგა ბოკერიას განცხადება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ, გასაკვირი არ არის, მათი პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია

  • ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

    ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge