NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“კოლექტიური ჩინჩალაძეები ჩამოშორდნენ მართლმსაჯულების სისტემას!” – პეტიციაზე ხელმომწერთა მთავარი მოთხოვნა

“კოლექტიური ჩინჩალაძეები ჩამოშორდნენ მართლმსაჯულების სისტემას!” – პეტიციაზე ხელმომწერთა მთავარი მოთხოვნა

18 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 639 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მართლმსაჯულების გადასარჩენად პეტიცია გუშინ მომზადდა და მას უკვე 500-მდე ხელმომწერი ჰყავს. მათი ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. დოკუმენტს ხელს აწერენ და მოთხოვნებს იზიარებენ, როგორც პოლიტიკოსები ოპოზიციიდან, ისე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

ყველა მათგანი ამბობს, რომ წლების განმავლობაში სასამართლო რეფორმამ შედეგს ვერ მიაღწია, რადგან ხელისუფლების მხრიდან მუდმივად იყო სისტემის კონტროლის მცდელობა. ახლა კი საჭიროა ძირეული ცვლილებები და ამ მიზნით საზოგადოების გაერთიანება. პეტიციაზე სულ საჭიროა 533 ხელმოწერა.

„ჩვენ უკვე ისეთ ზღვართან ვიმყოფებით, სასამართლო სისტემის კუთხით და ბევრი სხვა მიმართულებით, რომ თუ ეს ზღვარი გადაილახა სახელისუფლებლო ძალის მიერ, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ სახელმწიფოს ეცლება სერიოზული საყრდენი და სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მისი დემოკრატიული მომავალი,“ – ამბობს საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე.

საგამომცემლო სახლის Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი აცხადებს, რომ სამართლიანი სასამართლოს გარეშე წარმოუდგენელია ქვეყანაში, როგორც დემოკრატიის, ასევე ეკონომიკის განვითარებაც.

„წარმოუდგენელია ეკონომიკის განვითარება სასამართლო რეფორმის გარეშე, მეტიც, უმარავი ქვეყნის მოდელი აგებულია სწორედ სასამართლოს სისტემის სწორუპოვრობაზე,“ -ამბობს გიორგი ისაკაძე.

ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გავლენიანი პირები საზოგადოებას ეუბნებიან, რომ მოსამართლეებად უნდა გვყავდეს პირები, რომლებიც წინა წლებშიც და ახლაც შემჩნეული არიან არაკეთილსინდისიერ ქმედებასა და კანონდარღვევაში.

“კოლექტიური ჩინჩალაძეები და სხვები ჩამოშორდნენ მართლმსაჯულების სისტემას,” -ამბობს ტაბლიაშვილი.

კომენტარები

კოლექტიური მართლმსაჯულების სისტემა პეტიცია 2019-02-18
Tags კოლექტიური მართლმსაჯულების სისტემა პეტიცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამუკა ბახტაძე დრეზდენში მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

შემდეგი სტატია

სავალდებულო სამხედრო სამსახურის არგავლის შემთხვევაში შესაძლოა, საჯარო სამსახურში დასაქმება შეიზღუდოს

მსგავსი სტატიები

თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

ნინო ჩხეიძე 04 ივლ 2022
სააკაშვილის საუბარს, რომ გირგვლიანის თემა პოლიტიკის „პიარული“ ნაწილია, მდარე თავის მართლებაც არ ჰქვია, ეს უზნეობასთან უფრო ახლოს არის

სააკაშვილის საუბარს, რომ გირგვლიანის თემა პოლიტიკის „პიარული“ ნაწილია, მდარე თავის მართლებაც არ ჰქვია, ეს უზნეობასთან უფრო ახლოს არის

ირაკლი შალიკაშვილი 30 ნოე 2021
თავდაცვის სამინისტროს განცხადება ავღანეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

თავდაცვის სამინისტროს განცხადება ავღანეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

29 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს  აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს აშენებს

  • Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

    Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

  • უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

    უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

  • კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

    კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

  • ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

    ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

  • ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

    ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

  • 3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

    3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge