NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა – ოპოზიცია ფინანსურ რისკებზე საუბრობს

ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა – ოპოზიცია ფინანსურ რისკებზე საუბრობს

18 თებ 2019 ახალი ამბები, საზოგადოება 656 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა მოსახლეობას დამატებით ფინანსურ წნეხად დააწვება. ხელისუფლების ოპონენტები მთავრობის ამ ინიციატივაში ფინანსურ რისკებს ხედავენ.

„ხელისუფლება საერთოდ არ ითვალისწინებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, მის შეჭირვებას და იმას, რომ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს შემოსავალი საერთოდ არ აქვს და აი, ამის ფონზე სავალდებულოს ხდის მთელ რიგ საკითხებს. დაახლოებით, მარტო აი, ამ ინიციატივით, 100 მილიონი ლარის ყოველწლიურად მოსახლეობის ჯიბიდან ამოღება მოხდება,” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზურაბ მელიქიშვილი.

კანონპროექტის დეტალური განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჯანდაცვის კომიტეტებზე დღეს იგეგმება. ინიციატივის ავტორი მთავრობაა. ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ეს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევებისა და გაუთვალისწინებელი შედეგების რაოდენობას შეამცირებს.

მმართველი გუნდის წევრების თქმით, დაზღვევა ერთგვარი მატერიალური გარანტია იქნება,  როგორც მძღოლისთვის, ისე დაზარალებულისთვის. დაზღვევის რაოდენობა მანქანების კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება.

„ეს იქნება დიფერენცირებული, დამოკიდებული ტრანსპორტის კატეგორიაზე და დამოკიდებული მის ფუნქციურ დატვირთვაზე, დამოკიდებული მგზავრთა რაოდენობაზე და ვფიქრობ, ეს გადასახადი მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება, ვიდრე ის რისკი, როცა დაზარალებული  დგება ზოგჯერ ფინანსურად მისთვის დაუძლეველი რისკების წინაშე,“- განმარტავს „ქართული ოცნების“ წევრი, დიმიტრი ხუნდაძე.

კომენტარები

ოპოზიცია სავალდებულო დაზღვევა 2019-02-18
Tags ოპოზიცია სავალდებულო დაზღვევა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პოტენციური საფრთხე და ანაკლიის პორტი – ოპოზიცია იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ივანიშვილი ხაზარაძის წინააღმდეგ განაწყო

შემდეგი სტატია

ილიაუნის სტუდენტებისა და აკადემიური საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს

მსგავსი სტატიები

აქცია საპატრიარქოსთან – გარემოვაჭრეები ჯვრის მონასტრის წინამძღვრის გადაყვანას ითხოვენ

აქცია საპატრიარქოსთან – გარემოვაჭრეები ჯვრის მონასტრის წინამძღვრის გადაყვანას ითხოვენ

22 იან 2019

პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია უკვე დასრულებულია

26 დეკ 2017
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პარლამენტშია – დიმიტრი გაბუნია ზურაბიშვილის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში ჩართვაზე კონსულტაციებს მართავს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პარლამენტშია – დიმიტრი გაბუნია ზურაბიშვილის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში ჩართვაზე კონსულტაციებს მართავს

14 თებ 2019

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

    საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

  • თბილისში ონლაინ ფორუმი „ინვესტიციები მწვანე ეკონომიკაში“ ჩატარდება

    თბილისში ონლაინ ფორუმი „ინვესტიციები მწვანე ეკონომიკაში“ ჩატარდება

  • პარტია “მოქალაქეების” ინიციატივით ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან

    პარტია “მოქალაქეების” ინიციატივით ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან

  • დიახ, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟზე და მონტაჟზე

    დიახ, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟზე და მონტაჟზე

  • ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას

    ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას

  • რეჟისორი ქეთი დოლიძე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

    რეჟისორი ქეთი დოლიძე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

  • საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირადი წარმომადგენლის სახით, შარლ მიშელმა კრისტიან დანიელსონი დანიშნა

    საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირადი წარმომადგენლის სახით, შარლ მიშელმა კრისტიან დანიელსონი დანიშნა

  • ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს

    ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს

  • ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

    ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

  • გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

    გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge