NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პროტესტი ილიას უნივერსიტეტში – სტუდენტები არ გამორიცხავენ, რომ უნივერსიტეტის რექტორის გადადგომა მოითხოვონ

პროტესტი ილიას უნივერსიტეტში – სტუდენტები არ გამორიცხავენ, რომ უნივერსიტეტის რექტორის გადადგომა მოითხოვონ

14 თებ 2019 ახალი ამბები, საზოგადოება 2392 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ელოდებიან – მათი თქმით, დღემდე უცნობია, აღდგება თუ არა ბიზნესსკოლა ცალკე ფაკულტეტად და დაბრუნდება თუ არა დეკანის პოზიციაზე გიორგი ქადაგიძე.

ისინი არ ეთანხმებიან სასწავლებელში განხორციელებულ რეორგანიზაციას, რომლის შედეგადაც ბიზნეს სკოლა გაუქმდა და ის ახალი ფაკულტეტის მენეჯმენტის, ტექნოლოგიებისა და განათლების შემადგენელი ნაწილი გახდა. სტუდენტებმა ილიაუნის ლექტორთან გუშინდელი უშედეგო შეხვედრის შემდეგ მთელი ღამე უნივერსიტეტში გაათენეს და ამ დრომდე იქ რჩებიან.

“გუშინ საღამოს გვეგონა მივაღწიეთ იმას, რომ დღის პირველ ნახევარში აკადემიურ საბჭოსთან შედგებოდა შეხვედრა და განიხილებოდა ეს რეფორმა, მაგრამ დღეს, როდესაც ბატონი გიგა მოვიდა უნივერსიტეტში და ჩვენ იგივე კითხვა დავუსვით გვითხრა, რომ ეს ასე დროულად ვერ მოხერხდება.

“ამის შემდეგ მე მასთან მქონდა პირადი საუბარი და ჩემი აზრით აშკარაა, რომ ის არ აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას. ამბობს, რომ აკადემიური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას,თუმცა ის ცალსახად აფიქსირებდა, რომ ბიზნესის სკოლა უნდა იყოს ახალი ფაკულტეტის ნაწილი და არ უნდა იყოს ცალკე ერთეული,“-ამბობს ბიზნესსკოლის კურსდამთავრებული სალომე სალომე გოჩოლეიშვილი.

სტუდენტები არ გამორიცხავენ, რომ მათ აქციები გააგრძელონ. როგორც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი გიგი ნოზაძე ამბობს, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, შესაძლოა, ხელმძღვანელი პირების თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა დააყენონ.

ილიაუნის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო დობორჯგინიძე ამბობს, რომ მათ სტუდენტებს არაერთხელ განუმარტეს, რომ გადაწყვეტილებები მათ საწინააღმდეგოდ არავის მიუღია.

მისი თქმით, დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც სტუდენტებს განუმარტავენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები მათთვის სასარგებლოა.

„დიდი იმედი მაქვს საერთო ენის პოვნას და მათ დარწმუნებას შევძლებთ, რომ ეს კი არ ხდება მათთვის საზარალოდ, არამედ პირიქით, მათთვის სასარგებლოდ. მათ გუშინაც განვუმარტეთ, მეც განვუმარტე, ბატონმა გიგამაც განუმარტა, რომ უნივერსიტეტს არ აქვს შეზღუდული უფლება ჩაატაროს რეფორმა,“-ამბობს ნინო დობორჯგინიძე.

კომენტარები

პროტესტი სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორი 2019-02-14
Tags პროტესტი სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველო რუსეთისგან გაზს ყიდულობს – ქობულიას თქმით, მოლაპარაკებები თებერვლის ბოლოს დასრულდება

შემდეგი სტატია

“ძალიან სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ჩვენ ქვეყენას,“- გიორგი ბარამიძე ლიეჟში მომხდარ ინციდენტზე საუბრობს

მსგავსი სტატიები

ხორავას ქუჩის საქმეზე დასკვნას საგამოძიებო კომისია, სავარაუდოდ, სექტემბრამდე გამოაქვეყნებს

ხორავას ქუჩის საქმეზე დასკვნას საგამოძიებო კომისია, სავარაუდოდ, სექტემბრამდე გამოაქვეყნებს

12 ივლ 2018

მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის კონფერენციაზე გამოსვლა 11 სექტემბრის ტრაგედიისა და სენატორ მაკკეინის გახსენებით დაიწყო

11 სექ 2018

“აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გვერდით Солнечная Грузия-საც შეხვდებით”

18 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • მდინარაძე: ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

    მდინარაძე: ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

  • იაგო ხვიჩია: ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან?

    იაგო ხვიჩია: ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან?

  • მამუკა მდინარაძე: ტყუილია ის, რომ შალვა პაპუაშვილმა იმ ბავშვებს, როლებიც იქ იდგნენ, უწოდა 1000 ლარიანი – მას ჰქონდა კონკრეტულ ქეისებზე საუბარი

    მამუკა მდინარაძე: ტყუილია ის, რომ შალვა პაპუაშვილმა იმ ბავშვებს, როლებიც იქ იდგნენ, უწოდა 1000 ლარიანი – მას ჰქონდა კონკრეტულ ქეისებზე საუბარი

  • როსტომ ჩხეიძე: დასავლური კურსის შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, რადგანაც: ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ რუსები!

    როსტომ ჩხეიძე: დასავლური კურსის შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, რადგანაც: ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ რუსები!

  • გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

    გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

  • ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

    ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

  • ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

    ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

  • წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

    წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

  • ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

    ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

    ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge