NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»8 უვადოდ გამწესებულ მოსამართლეს შორის, ერთ-ერთი ხორავას ქუჩის საქმის მოსამართლეა, რომელმაც საბჭოს ყველა წევრის მხარდაჭერა მიიღო

8 უვადოდ გამწესებულ მოსამართლეს შორის, ერთ-ერთი ხორავას ქუჩის საქმის მოსამართლეა, რომელმაც საბჭოს ყველა წევრის მხარდაჭერა მიიღო

14 თებ 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, საზოგადოება 820 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სასამართლო სისტემაში უვადოდ კიდევ 8 მოსამართლე გამწესდა. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

კენჭისყრა გაიარეს იმ მოსამართლეებმა, რომლებიც სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იმყოფებოდნენ თანამდებობაზე. მათ შორის ერთ-ერთი ხორავას ქუჩის საქმის მოსამართლე ეკა არეშიძეა, რომელიც დღევანდელ კანდიდატებს შორის ერთადერთი იყო, რომელმაც საბჭოს ყველა წევრის მხარდაჭერა მიიღო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ ეკა არეშიძე არის კეთილსინდისიერი და კვალიფიციური მოსამართლე.

„რაც შეეხება ქალბატონ ეკა არეშიძეს, ჩემი აზრით იგი არის ძალიან კვალიფიციური მოსამართლე და არც გასაუბრებაზე არ გამოსულა იმგვარად, რომ ეცადა, რომ დაემტკიცებინა ერთგულება კლანისთვის და ისეთ ადამიანებს, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით – მათ ექნებათ ჩემი მხარდაჭერა. ამ ქვეყანას სჭირდება კეთილსინდისიერი მოსამართლეები. მოსამართლეებს, რომლებსაც გამოცდილება აქვთ 10 წლის მუშაობის, ბუნებრივია მათი პროფესიონალიზმი მეტნაკლებად არის ასე ვთქვათ მიღწეული რაღაც დონეზე და ძნელია, რომ ასე ვთქვათ დაუწუნო პროფესიონალიზმი, როცა ადამიანს აქვს ამხელა გამოცდილება, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კეთილსინდისიერი მოსამართლეები,“ – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანისა და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი მიქაუტაძეს ვარაუდით, ნაზი ჯანეზაშვილი პირადი ურთიერთობების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს და არა შესწავლილი საქმეების ან გასაუბრების შედეგების საფუძველზე.

„ქალბატონი ნაზი ალბათ იმის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს თუ რა ურთიერთობა აქვს მას ამა თუ იმ ადამიანთან, მაგრამ მე პირადად და ასე უნდა იყოს წესით, ყველა წევრი უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას იმ შეფასებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვს გაკეთებული, იმ საქმეების საფუძველზე, რომელიც შევისწავლეთ, იმ ბევრი ძალიან დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც გამოთხოვილი იყო შეფასების დეპარტამენტის მიერ და რა თქმა უნდა გასაუბრების შედეგების მიხედვით,“ – განმარტა გიორგი მიქაუტაძემ.

კომენტარები

მოსამართლე საბჭო უვადოდ გამწესებული 2019-02-14
Tags მოსამართლე საბჭო უვადოდ გამწესებული
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ილიას უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება – სტუდენტები ადმინისტრაციას ვადას საღამომდე აძლევენ

შემდეგი სტატია

სასულიერო აკადემიის საბჭოს გადაწყვეტილებით, თეოლოგი გოჩა ბარნოვი აკადემიას დატოვებს

მსგავსი სტატიები

#ნუმომკლავ

#ნუმომკლავ

27 მაი 2018
მეუფე იაკობი: ერთი რამ იცოდეს სახელმწიფომ, ეკლესია დაგიპირისპირდებათ

მეუფე იაკობი: ერთი რამ იცოდეს სახელმწიფომ, ეკლესია დაგიპირისპირდებათ

12 სექ 2018
ნამდვილად ვერ მივცემთ “ქართულ ოცნებას” იმის ფუფუნებას, რომ ჩვენ რუსთაველზე, 12:00 საათზე დავდგეთ და საარჩევნო უბნები გაყალბებისთვის დავუტოვოთ

ნამდვილად ვერ მივცემთ “ქართულ ოცნებას” იმის ფუფუნებას, რომ ჩვენ რუსთაველზე, 12:00 საათზე დავდგეთ და საარჩევნო უბნები გაყალბებისთვის დავუტოვოთ

ირაკლი შალიკაშვილი 29 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge