NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თავის დროზე ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება იყო პოლიტიკური კინკლაობა და ჟონგლიორობა

თავის დროზე ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება იყო პოლიტიკური კინკლაობა და ჟონგლიორობა

13 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 439 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„საინტერესოა, რატომ არ მონაწილეობს არანაირი ფორმით საბჭოს მუშაობაში კვლავ საქართველოს პრეზიდენტი,“- ეს შეკითხვა „ევროპული საქართველოს“ წევრს, ირაკლი აბესაძეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით აქვს.

ოპოზიციის წარმომადგენელი ხელისუფლების ინიციატივას, რომ შეიქმნას ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, თუმცა ირაკლი აბესაძე ხაზგასმით ამბობს, რომ ბევრი კითხვის ნიშანი იკვეთება. ოპოზიციის წევრის თქმით, საინტერესოა, საბჭოს მუშაობაში რატომ არ იქნება ჩართული საქართველოს პრეზიდენტი.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის წარდგენით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თავის დროზე ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შემქნის და შემდგომ კვლავ გაუქმების მიზეზი პოლიტიკური კინკლაობა იყო.

„ამ კანონპროექტის წარმოდგენით საქართველოს მთავრობამ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ თავის დროზე ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შემქნა და შემდგომ კვლავ გაუქმება იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური კინკლაობა და პოლიტიკური ჟონგლიორობა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხით, როგორიც არის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება. დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავიდან შექმნა შეიძლება ითქვას, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით ბევრი კითხვის ნიშანი დგას, რამდენად ეფექტური იქნება ის და რამდენად ადეკვატურად გაუმკლავდება პრობლემებსა და გამოწვევებს. პირველ რიგში საინტერესოა რატომ არ მონაწილეობს არანაირი ფორმით საბჭოს მუშაობაში კვლავ საქართველოს პრეზიდენტი,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ ხელისუფლება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ქმნის. შესაბამის კანონპროექტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

როგორც ცნობილია, საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო და ფინანსთა მინისტრები, სუს-ისა და დაზვერვის სამსახურის უფროსები, ასევე თავდაცვის ძალების ხელმღვანელი. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი იქნება.

კომენტარები

ეროვნული უშიშროების საბჭო 2019-02-13
Tags ეროვნული უშიშროების საბჭო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

შემდეგი სტატია

ძნელია ეს უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საკითხი განიხილებოდეს მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში – წულუკიანი ბესელიას ინიციატივაზე საუბრობს

მსგავსი სტატიები

ივანიშვილი, რომლის გამოც არ განვითარდა წყალტუბო, აპირებს, პრაქტიკულად უფასოდ იგდოს ხელში ქონება, რომელიც მინიმუმ 700 მილიონი დოლარი ღირს

ივანიშვილი, რომლის გამოც არ განვითარდა წყალტუბო, აპირებს, პრაქტიკულად უფასოდ იგდოს ხელში ქონება, რომელიც მინიმუმ 700 მილიონი დოლარი ღირს

ირაკლი შალიკაშვილი 30 ოქტ 2019
დროებითი საგამოძიებო კომის​ია დღეს გახარიას, შოთაძესა და წულუკიანს გამოკითხავს

დროებითი საგამოძიებო კომის​ია დღეს გახარიას, შოთაძესა და წულუკიანს გამოკითხავს

03 აგვ 2018
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ

27 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • 500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

    500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

  • დავით ყაზარაშვილი: როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ

    დავით ყაზარაშვილი: როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ

  • მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: გუშინ ვითომ გახარებული სახეებით, რომ გამოვიდნენ …

    მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: გუშინ ვითომ გახარებული სახეებით, რომ გამოვიდნენ …

  • გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ

    გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ

  • ცვლილებები საარჩევნო კოდექსს კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის

    ცვლილებები საარჩევნო კოდექსს კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის

  • ბატონმა მიშელმა გვითხრა, რომ თქვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, უკან მოსახედი გზა არ გქონდეთო

    ბატონმა მიშელმა გვითხრა, რომ თქვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, უკან მოსახედი გზა არ გქონდეთო

  • ქუჩის აქციები უნდა გაგრძელდეს, ღარიბაშვილის ტონალობას რომ მოვუსმინეთ, ისევ ძალიან ხისტი იყო, კვლავ კუნთებზე იყურება

    ქუჩის აქციები უნდა გაგრძელდეს, ღარიბაშვილის ტონალობას რომ მოვუსმინეთ, ისევ ძალიან ხისტი იყო, კვლავ კუნთებზე იყურება

  • როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა, პრემიერის დღევანდელი რიტორიკა შემაშფოთებელია

    როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა, პრემიერის დღევანდელი რიტორიკა შემაშფოთებელია

  • პარლამენტის პიკეტირების და პროვოკაციების მცდელობა ნიშნავს, რომ ოპოზიცია არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის

    პარლამენტის პიკეტირების და პროვოკაციების მცდელობა ნიშნავს, რომ ოპოზიცია არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის

  • ღარიბაშვილის და უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებმა დაგვანახა, რომ ისინი მოლაპარაკებების პროცესში სანდო არ არიან

    ღარიბაშვილის და უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებმა დაგვანახა, რომ ისინი მოლაპარაკებების პროცესში სანდო არ არიან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge