NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანოა, აქ პრეზიდენტი ვერ იქნება

როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანოა, აქ პრეზიდენტი ვერ იქნება

13 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 942 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობაში, როგორც ცნობილი ხდება, პრეზიდენტი არ მოიაზრება. საბჭოს შექმნის შესახებ კანონპროექტს  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე წარადგენენ.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, ვინაიდან ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოა, მასში პრეზიდენტი ვერ იქნება ჩართული. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებები მკაფიოდ არის განაწილებული.

“ეროვნული უშიშროების საბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო იმისთვის, რომ მთავრობის დონეზე მოხდეს უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია. ეს არის პრემიერის სათათბირო ორგანო, სადაც შესაბამის უწყებებს საშუალება ექნებათ, რომ მეტი კოორდინაციით, ნაკლები რესურსის დანახარჯით მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების გაზრდა და მოემსახურონ ქვეყნის უსაფრთხოებას. ბუნებრივია, მაშინ, როდესაც ეს არის პრემიერმინისტრის სათათბირო ორგანო, აქ პრეზიდენტი ვერ იქნება. აქ ძალიან მკაფიოდ არის განაწილებული უფლებამოსილებები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დეპუტატები განმარტავენ, რომ ახალი კონსტიტუცია მოითხოვდა, რომ უსაფრთხოების საბჭო შექმნილიყო. მმართველი გუნდის წევრი კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო კონსტიტუციასთან თავსებადია, თუმცა გარკვეული საკითხები დასახვეწია.

„ვინაიდან ჩვენ სრულად გადავედით საპარლამენტო მმართველობაზე, დადგა აუცილებლობა, ახალი ტიპის ეროვნული უსაფრთხოების ერთგვარი მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნისა. ამ აუცილებლობითაა განპირობებული ამ კანონპროექტის შემოთავაზება. ის თავსებადია ახალი კონსტიტუციასთან, მაგრამ მიმაჩნია, რომ შესაძლებელია, კიდევ რაღაც პროცესები იყოს ისეთი, რაც დახვეწას მოითხოვს,“- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

კომენტარები

ეროვნული უსაფრთხოება პრეზიდენტი პრემიერი საბჭო 2019-02-13
Tags ეროვნული უსაფრთხოება პრეზიდენტი პრემიერი საბჭო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ძნელია ეს უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საკითხი განიხილებოდეს მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში – წულუკიანი ბესელიას ინიციატივაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

“ეს არის პოლიტიკური დევნის საქმე” – ბაჩანა შენგელია პროკურატურას მისი დედის გარდაცვალების გარემოებებზე ჩვენებას აძლევს

მსგავსი სტატიები

მოსამართლეთა უკონკურსო დანიშვნები გასაუბრებების პარალელურად – იუსტიციის საბჭოს სხდომა ფორსმაჟორულ რეჟიმში ჩაინიშნა

მოსამართლეთა უკონკურსო დანიშვნები გასაუბრებების პარალელურად – იუსტიციის საბჭოს სხდომა ფორსმაჟორულ რეჟიმში ჩაინიშნა

ირაკლი შალიკაშვილი 19 ივლ 2019
სამადაშვილი: ამ პოლიტიკურ რეჟიმთან ბრძოლა საჭიროა ყველა ფრონტის ხაზზე

სამადაშვილი: ამ პოლიტიკურ რეჟიმთან ბრძოლა საჭიროა ყველა ფრონტის ხაზზე

ირაკლი შალიკაშვილი 14 დეკ 2021
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო

ნინო ჩხეიძე 03 ნოე 2021

უახლესი ამბები

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge