NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გიორგი ქობულიას ელოდებიან – ოპოზიცია მწვავე დებატებისთვის ემზადება

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გიორგი ქობულიას ელოდებიან – ოპოზიცია მწვავე დებატებისთვის ემზადება

13 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 612 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს დებატები იგეგმება, სადაც ეკონომიკის მინისტრს ელოდებიან. გიორგი ქობულიასთან ყველაზე მეტი შეკითხვა ოპოზიციას მისი განცხადებების შესახებ ექნება, რომელიც ხშირად საზოგადოებაში არაერთგვაროვან შეფასებებს იწვევს. დეპუტატები ფიქრობენ, რომ ეკონომიკის მინისტრის შეფასებები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით არაკომპეტენტურია და ამიტომ აუცილებელია გიორგი ქობულიამ მეტი განმარტება გააკეთოს. თავად მინისტრი კი გეგმავს, რომ კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბროს.

“სერიოზული პრობლემებია მტავრობის დაქვემდებარებულ სფეროში, კორუფციამ წაიღო გაზის სექტორი, ენერგეტიკის სექტორი. რა ხდება პრივატიზაციაში – აბსოლუტურად გაუმჭვირვალე პროცესია, იყიდება რაღაც ქონებები და არ ვიცით როგორ ყიდულობენ, ვინ ყიდულობს. ეკონომიკის ყველა მიმართულებით არის სტაგნაცია,”-აცხადებს რომან გოცირიძე.

“ევროპულ საქართველოში” კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში სიღარიბის ზრდა ეკონომიკური ხედვის არარსებობამ გამოიწვია და სწორედ ამაზე ისაუბრებენ დრეს მინისტრთან.

“დისკუსიის საგანი იქნება ეკონომიკური ხედვის არქონა, რასაც განასახიერებს კიდეც ბატონი ქობულია და ასევე მთავრობის მიერ ბოლო დროს გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, რამაც გამიწვია სიდუხჭირის ზრდა და ეკონომიკური უკუსვლა,”-აცხადებს გიორგი კანდელაკი.

უმრავლესობაში კი საინვესტიციო გარემოსა და ინვესტორებთან მუშაობით ინტერესდებიან და ამბობენ რომ დეკემბერში მინისტრის ანგარიშში დაპირებების შეფასების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

კომენტარები

ოპოზიცია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი 2019-02-13
Tags ოპოზიცია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ძალადობაში ბრალდებული ნინო კობაიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხეს

შემდეგი სტატია

ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმე – სასამართლო პატრულ-ინსპექტორების ბრალეულობის საკითხზე იმსჯელებს

მსგავსი სტატიები

„სპეციალური საპოლიციო ღონისძიება არ არის საუკეთესო ინსტრუმენტი“

24 დეკ 2017
სააკაშვილმა „ქართველი სნაიპერების“ შესახებ უკრაინის პროკურატურას ჩვენება მისცა

სააკაშვილმა „ქართველი სნაიპერების“ შესახებ უკრაინის პროკურატურას ჩვენება მისცა

10 იან 2018
თოვლისა და ყინულის გამო, გზებზე შეზღუდვებია

თოვლისა და ყინულის გამო, გზებზე შეზღუდვებია

28 იან 2019

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge