სოფელ განმუხურიდან ორი ადამიანის გატაცების ფაქტს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება. მინისტრი ადასტურებს 2 მამაკაცის გატაცებას და აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ჩვეული პრაქტიკით მოქმედებას.
ქეთევან ციხელაშილის თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმამირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის სოფელ განმუხურიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. 60 წლის ემილ გოგოხია და ზამირ მიქავა ოკუპანტებმა იარაღის მუქარით ოკუპაციის ხაზთან ცხენის ძებნის დროს დააკავეს.
ერთ-ერთი გატაცებული სოფელ განმუხურის რწმუნებულის მოადგილის მამაა. ”რუსთავი 2″-ის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა გატაცებულები ჯერ ჭუბურხინში გადაიყვანეს, ამ წუთებში კი ისინი გალში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ.
რუსმა ოკუპანტებმა გატაცებულების ტელეფონით მათ ოჯახის წევრებს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ისინი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
კომენტარები