NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ასრულებს თუ არა საქართველო ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ დღის წესრიგს – არასამთავრობო სექტორმა ახალი ანგარიში წარმოადგინა

ასრულებს თუ არა საქართველო ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ დღის წესრიგს – არასამთავრობო სექტორმა ახალი ანგარიში წარმოადგინა

13 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 383 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგის ამოცანებს – ახალი ანგარიში, რომელიც 2017-2020 წლებს მოიცავს, არასამთავრობო სექტორმა წარმოადგინა.

ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად საერთო პროგრესი არათანაბარია. ყველა სფეროსთვის დამახასიათებელია მხოლოდ ფორმალური ხასიათის ცვლილებები, რაც პრაქტიკაში ვერ ხორციელდება.

ანგარიშში განსაკუთრებით მწვავეა იუსტიციის საბჭოს გარშემო მიმდინარე მოვლენების შეფასება და აღნიშნულია, რომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესი კვლავ არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს.

„ძირითადი რეფორმები, რომლებიც დაგეგმილი იყო ამ სფეროში სამწუხაროდ მხოლოდ ფორმალურად შესრულდა და რეალური ცვლილებები ამას არ გამოუწვევია. ეს ეხება როგორც სასამართლოში დაგეგმილ რეფორმებს, ასევე პროკურატურის რეფორმას, რომელიც ფაქტობრივად ჩვენი შეფასებით არ განხორციელებულა, ის მხოლოდ ფორმალურად შეესაბამება კონსტიტუციით გათვალისწინებულ ახალ რეგულაციებს და ახალმა კანონმა პროკურატურის შესახებ რეალობა ვერ შეცვალა, ის ვერ გახდა პოლიტიკურად ნეიტრალური,” – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ნონა ქურდოვანიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამის მენეჯერის თქმით, საკითხავია რამდენად საკმარისია 2018 წელს გაწეული სამუშაო იმ ორი მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც ამ სფეროში ასოცირების დღის წესრიგი ადგენს.

„უნდა ვიკითხოთ რამდენად საკმარისია ეს 2018 წელს გაწეული სამუშაო იმ ორი მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც ამ სფეროში ადგენს ასოცირების დღის წესრიგი. ეს არის კორუფციასთან ბრძოლის, მათ შორის მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური სისტემის შექმნა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ დამოუკიდებელი პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნა. სამწუხაროდ გასული წლის განმავლობაში იყო არაერთი შემთხვევა, არაერთი მოვლენა, რომელიც კითხვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას დღეს პოლიტიკური ნება, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ ორი მთავარი მიზნის მისაღწევად,“ – განაცხადა ერეკლე ურუშაძემ.

კომენტარები

არასამთავრობო სექტორი ევროკავშირი 2019-02-13
Tags არასამთავრობო სექტორი ევროკავშირი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხელშეკრულება “გაზპრომთან,” საბანკო რეგულაციები – ოპოზიციას ქობულიასთან მწვავე შეკითხვები აქვს

შემდეგი სტატია

ჩემი მიზანია, უფრო კვალიფიციური შეკითხვების პასუხები მქონდეს – რომან კაკულია ქობულიას შეკითხვებს დაუსვამს

მსგავსი სტატიები

მილანთან მატარებლის რელსებიდან გადასვლას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მილანთან მატარებლის რელსებიდან გადასვლას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

25 იან 2018

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს

24 აგვ 2017

87 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტში ეთიკის საბჭო იქმნება

17 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • ჯენიფერ ლოპესი  ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

    ჯენიფერ ლოპესი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

    გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

  • იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

    იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

  • კამალა ჰარისი: For the people—always

    კამალა ჰარისი: For the people—always

  • გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

    გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

  • სახალხო დამცველმა დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელია, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო

  • ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

    ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

  • გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

    გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

  • ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

    ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

    ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge