NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ყოვლად წარმოუდგენელია, უკვე ყველანაირი ნორმიდან ამოვარდნილი” – ბიძინა გეგიძე “რაგბის კავშირის” მიერ მიწის გასხვისებაზე

“ყოვლად წარმოუდგენელია, უკვე ყველანაირი ნორმიდან ამოვარდნილი” – ბიძინა გეგიძე “რაგბის კავშირის” მიერ მიწის გასხვისებაზე

12 თებ 2019 ახალი ამბები, საზოგადოება 369 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რეკრეაციული ზონების დაცვა და გაკონტროლება, ეს იყო მთავარი საკითხი დღევანდელ პარლამენტის შეხვედრაზე. შეხვედრა საკანონდებლო ორგანოში დღეს დეპუტატებსა და გენგეგმის ავტორებს შორის გაიმართა.

ფრაქცია ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსწევრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მერიის შესაბამისი სამსახურის მიმართ, რომლებიც რეკრეაციულ ზონებში მშენებლობის ნებართვას აძლევენ.

ერთ-ერთი საკითხი დღეს გამართულ შეხვედრაზე რაგბის კავშირის მიერ გასხვისებული ტერიტორიის სამომავლო ბედი იყო.

ბიძინა გეგიძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მზიურისმიმდებარედ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, რომელიც ზიანს მიაყენებს ქალაქის რეკრეაციულ პოლიტიკას.

დღეს დეპუტატმა პირდაპირ მიმართა კახა კალაძეს და მოუწოდა, რომ რაგბის სტადიონზე კომპანია ანაგის მიერ მშენებლობა დაწყება არ მოხდეს.

„კითხვები საკმაოდ ბევრია. რაგბის კავშირმა გაყიდა რაგბის მოედნისთვის გამოყოფილი მიწა, რათა იქ აშენდეს ანაგი, არის კომპანია ასეთი, აშენდეს იქ რაღაც უზარმაზარი მოცულობის მქონე საცხოვრებელი კორპუსი. ყოვლად წარმოუდგენელია, უკვე ყველანაირი ნორმიდან ამოვარდნილი არის. ჯერ მივმართე კომპანია ანაგის ხელმძღვანელობას, მერე მივწერე წერილი და პასუხად მივიღე წერილი, რომ ჩვენ იურიდიულად ყველა პროცესი დაცული გვაქვს. საზოგადოებრივი აზრი, საერთო საჯარო ინტერესები თუ ბიზნესისთვის არ არის, ასე ვთქვათ, არგუმენტი და მხოლოდ იურიდიული პროცედურაა, მე ასეთი ბიზნესის არ მწამს. ეს ვალდებულება, რომ რაგბის მოედანი უნდა აშენებულიყო იქ, გადაკეთდა, შეიცვალა, ეს ვალდებულება მოიხსნა. ეს ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებს. როგორ მოიხსნა? რატომ მისცა ისევ მერიამ თუ მერიის ქონების სამსახურმა რატომ შეუცვალა ეს ვალდებულება, რატომ აღარ დააკისრა?“ – განაცხადა ბიძინა გეგიძე.

ურბანისტი, სითი ინსტიტუტი საქართველოს ექსპერტი, მერაბ ბოლქვაძე, აღნიშნავს, რომ ეს ტერიტორია საზოგადოების საქმიანი ზონის სახეობიდან გარდაიქმნა საცხოვრებელ ზონად.

„ჩვენ მოგვიწვიეს, რომ მწვანე რეკრეაციულ არეალებთან დაკავშირებით გენერალური გეგმის მოსაზრებები გავაცნოთ დეტალურად. ეს ტერიტორია იყო საზოგადოების საქმიანი ზონის სახეობის და გახდა საცხოვრებელი.  საზოგადოების ზონის სახეობა, მე როგორც ვიცი, თუ მასზეა ლაპარაკი, მაღალი ინტენსივობაა და ჩვენ დავუწიეთ,“ – აღნიშნა მერაბ ბოლქვაძემ.

კომენტარები

ამოვარდნილი წარმოუდგენელია 2019-02-12
Tags ამოვარდნილი წარმოუდგენელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მოსამართლეთა შერჩევის წესი – “ევროპული საქართველო” პარლამენტს ინიციატივით მიმართავს

შემდეგი სტატია

თბილისის მერია კომერციული ბანკებიდან 62 მილიონი ლარის სესხს აიღებს

მსგავსი სტატიები

შსს-მ ნაფეტვრების ტყეში ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე ძებნილი 2 პირი დააკავა

შსს-მ ნაფეტვრების ტყეში ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე ძებნილი 2 პირი დააკავა

14 აგვ 2018
„ვიხილეთ დისპროპორციული სადამსჯელო ოპერაცია იმის დასამტკიცებლად, რომ ბერა ღამის კლუბებს არ მფარველობს“

„ვიხილეთ დისპროპორციული სადამსჯელო ოპერაცია იმის დასამტკიცებლად, რომ ბერა ღამის კლუბებს არ მფარველობს“

12 მაი 2018
სუს-ის უფროსის მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა

სუს-ის უფროსის მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა

21 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

  • ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

    ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

  • ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

    ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

  • დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება

    დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო  შეხვედრები იწყება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო შეხვედრები იწყება

  • ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

    ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

  • “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

    “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

  • საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

    საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

  • ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

    ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

  • ლილი ფოფხაძე: მამა

    ლილი ფოფხაძე: მამა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge