NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისის მერია კომერციული ბანკებიდან 62 მილიონი ლარის სესხს აიღებს

თბილისის მერია კომერციული ბანკებიდან 62 მილიონი ლარის სესხს აიღებს

12 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 499 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერია კომერციული ბანკებიდან 62 მილიონი ლარის სესხის აღებას გეგმავს. ეს თანხა დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას უნდა მოხმარდეს.

როგორც საკრებულოს უმრავლესობაში განმარტავენ, ამ პროექტებზე ცენტრალური მთავრობიდან 100 მილიონი ლარის ტრანსფერია გათვალისწინებული, თუმცა, ვიდრე ეს თანხა გამოიყოფა, იმისთვის, რომ პროცესი არ შეფერხდეს, მუნიციპალიტეტი საკრედიტო ხაზის გახსნას გეგმავს.

საკითხი ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს და უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

„დაახლოებით, 100 მილიონ ლარზე მეტი ტრანსფერი იგეგმება დედაქალაქის ბიუჯეტში რომ განხორციელდეს. თუმცა, ის შეიძლება, ცოტა მოგვიანებით, მეორე კვარტლის ბოლოს იყოს განხორციელებული. გამომდინარე იქიდან, რომ დრო არ დავკარგოთ იმიტომ, რომ პროექტების რეალიზაციას სჭირდება ტენდერების გამოცხადება, წინასაპროექტო გამოცხადება, ამის დაზუსტება და ა.შ. და აქედან გამომდინარე, დედაქალაქის მერიამ გამიჩინა ინიციატივა, რომ გარკვეული საკრედიტო ხაზი შეიქმნას, 62 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის, რომელიც იქნება უკვე ფინანსური საფუძველი, რომ კაპიტალური ინვესტიცია განხორციელდეს დედაქალაქში,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.

ინიციატივას არ იზიარებს ნაციონალური მოძრაობა. ფრაქციის შეფასებით, ამის აუცილებლობა არ არის.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის საჭიროება ახლა არ იყო. მაგალითად, მხოლოდ ბიუროკრატია რომ შეემცირებინათ, 40 მილიონი ლარის მობილიზებას მხოლოდ აქედან შეძლებდნენ და ასევე იმ ტენდერებიდან და იმ კორუფციული გარიგებების ნაცვლად, რომ ყოფილიყო სამართლიანი გამჭირვალე მმართველობა დამატებით კიდევ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დარჩებოდა თბილისის მერიას. ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ ისინი არასწორად მართავენ ქვეყანას, არასწორად მართავენ ქალაქს და იზრდება დღიდან დღემდე, როგორც ცენტრალური ვალი ქვეყნის, ასევე თბილისის მერიის ვალი,“ – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

კომენტარები

მერია სესხი 2019-02-12
Tags მერია სესხი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ყოვლად წარმოუდგენელია, უკვე ყველანაირი ნორმიდან ამოვარდნილი” – ბიძინა გეგიძე “რაგბის კავშირის” მიერ მიწის გასხვისებაზე

შემდეგი სტატია

“სააკაშვილს ის კოსტუმი ძალიან პატარა ჰქონდა, წავიდა, იქნება, კარგი ზომის კოსტუმი ვუშოვო ნორვეგიაშიო” – ზარდიაშვილის სიმამრი შვილი შესაძლო დაკავებაზე

მსგავსი სტატიები

სოფიო ქაცარავა ეუთოს მინისტერიალის საბჭოს შეხვედრებში მონაწილეობს

08 დეკ 2017
გიო ხუციშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

გიო ხუციშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

14 ივნ 2018

რას ეძებენ ქართველები ყველაზე ხშირად “GOOGLE-ში”

15 სექ 2017

უახლესი ამბები

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge