NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერება – ინიციატივაზე ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერება – ინიციატივაზე ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ

11 თებ 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, საზოგადოება 413 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დეპუტატ ეკა ბესელიას ინიციატივაზე, რომელიც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს, დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.

დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის განიხილავენ კანონპროექტს კომიტეტებში.

იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მის ინიციატივას მხარს დაუჭერს.

„მე ვფიქრობ, რომ ახალ მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ გამოშვებულ მოსამართლეებსაც უნდა ჰქონდეთ შანსი, რომ ისინი გამწესდნენ გარკვეული დროის შემდეგ უვადოდ,“-აცხადებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერებას მხარს უჭერს ოპოზიციაც, თუმცა მათი აზრით, მორატორიუმის გარდა ასევე აუცილებელია შერჩევის კრიტერიუმის და პროცედურების დაწესება.

„უვადოდ გამწესება სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტია, მაგრამ მეორეს მხრივ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ამ ადამიანებს, ამ კომპრომეტირებული სისტემის პირობებში, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა ნიშნავს, დასამარებას მთელი სასამართლოს იდეისა. ამიტომ აუცილებელია რაღაც მორატორიუმი გამოცხადდეს,”-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამ დროისთვის ეკა ბესელიას ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივას ხელს 9 დეპუტატი აწერს.

„სამსჯელოდ შესაძლებელია ეს საკითხი გამოვიდეს და იმსახურებს მსჯელობას, თუმცა რამდენად კონსტიტუციაში ჩაჯდება ეს საკითხი, ანუ კონსტიტუციურ ჩარჩოში მოექცევა და შესაძლებელი იქნება კანონში ცვლილება გამწესების გადავადებასთან დაკავშირებით, რომელიც არ მოვა წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, ამას უკვე ვნახავთ მსჯელობის პროცესში,“-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

მოსამართლე სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლო უვადოდ გამწესების პროცესი 2019-02-11
Tags მოსამართლე სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლო უვადოდ გამწესების პროცესი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერება – საკითხზე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმსჯელებს

შემდეგი სტატია

საპენსიო რეფორმა – ინიციატივაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბექა ნაცვლიშვილმა შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს

მსგავსი სტატიები

„ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება“

„ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება“

30 იან 2018
საყოველთაო ნათლობა – პატრიარქის ნათლული კიდევ 630-მდე ჩვილი გახდა

საყოველთაო ნათლობა – პატრიარქის ნათლული კიდევ 630-მდე ჩვილი გახდა

21 იან 2019

ნარმანია: ხიდს რაიმე სახის პრობლემა არ შექმნია, ხიდი უსაფრთხოა

22 სექ 2017

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

  • გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

    გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

  • თბილისში მკვლელობა მოხდა

    თბილისში მკვლელობა მოხდა

  • ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

    ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

  • პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

    პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge