NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, ორ კომიტეტში ჩავარდა

ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, ორ კომიტეტში ჩავარდა

11 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 897 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა,  რომელიც საპენსიო რეფორმაში ცვლილებებს ითვალისწინებს, როგორც ჩანს მმართველი გუნდის მხარდაჭერას ვერ მიიღებს. დეპუტატმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ თუ გუნდი მის ხედვას არ გაიზიარებს, ის დატოვებს უმრავლესობას.

დილიდან აღნიშნულ საკითხს სხვადასხვა კომიტეტებში განიხილავენ. ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა უკვე ჩავარდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე. მანამდე კი ის დაიწუნეს აგრარულ იდა დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე.

ინიციატივასთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი არ აქვს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს. აკაკი ზოიძე ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, რომ ამ ინიციატივის შესახებ ინფორმაცია მას და მის თანაგუნდელებს რამდენიმე თვით ადრე ჰქონოდათ.

„კომიტეტი როდესაც განიხილავს მაგის მიხედვით მოგახსენებთ ჩემს აზრს. მე პირადად არ ვუჭერ მხარს, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ არსებობს კომიტეტი, მე ვარ წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. უბრალოდ ინფორმაცია ამის თაობაზე რამდენიმე თვით ადრე ჯობდა, რომ მძლავრი საკომუნიკაციო კამპანია ყოფილიყო, სად უნდა გადაირიცხოს, როგორ უნდა გადაირიცხოს, დაბეგვრა როგორ უნდა მოხდეს და ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც უშუალოდ ვთქვათ ბიზნესისთვის ამ პროცესს აადვილებენ,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივას მხარს უჭერს  დიმიტრი ცქიტიშვილი. ის ამბობს, რომ სოლიდარული სისტემის შემოღება მნიშვნელოვანია რადგან ის მოიცავს ისეთ მიდგომას, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიერ ერთმანეთის მხარდაჭერას.

„მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწორი ინიციატივაა, განსაკუთრებით ის განსხვავებული ეს იყო მეორე სვეტი, რომელიც სოლიდარულ სისტემას გულისხმობს და მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მიდგომით არსებობდეს იმიტომ, რომ საპენსიო სისტემა არ არის ეკონომიკური, ეს არის სოციალური და კულტურული ასე ვთქვათ სისტემა, რომელიც აყალიბებს საზოგადოებაში ერთობას და სოლიდარობა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა თაობები, სხვადასხვა სოციალური ჯგუფები ერთმანეთს უჭერენ მხარს და საბოლოო ჯამში იქმნება ერთიანი კეთილდღეობის სისტემა, რომლიდანაც შედეგი და სარგებელი თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს,”-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომიტეტში ჩავარდა საპენსიო რეფორმა 2019-02-11
Tags კომიტეტში ჩავარდა საპენსიო რეფორმა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩამოვიდნენ მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონებიდან, რომ მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო

შემდეგი სტატია

„სიბიეს ჯგუფის“ განცხადება

მსგავსი სტატიები

თაკო ჩარკვიანი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს – მიიღეთ გადაწყვეტილება პრეზიდენტისა!

თაკო ჩარკვიანი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს – მიიღეთ გადაწყვეტილება პრეზიდენტისა!

ნინო ჩხეიძე 27 თებ 2022
საჯაროდაც ვლინდება, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკოსებს გარკვეული მზაობა აქვთ

საჯაროდაც ვლინდება, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკოსებს გარკვეული მზაობა აქვთ

ირაკლი შალიკაშვილი 18 ნოე 2020
81 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მთარგმნელი, გერმანისტი და პროფესორი დალი ფანჯიკიძე გარდაიცვალა

81 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მთარგმნელი, გერმანისტი და პროფესორი დალი ფანჯიკიძე გარდაიცვალა

25 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • რუმინეთში არ შეუშვეს რუსეთის მოქალაქე და თან ასეთი ბეჭედი “ჩაურტყეს“

    რუმინეთში არ შეუშვეს რუსეთის მოქალაქე და თან ასეთი ბეჭედი “ჩაურტყეს“

  • “არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს”

    “არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს”

  • „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ ლობისტის თომას ილვესის პირით გაახმოვანეს – ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან ომის დაწყებას ითხოვდა

    „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ ლობისტის თომას ილვესის პირით გაახმოვანეს – ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან ომის დაწყებას ითხოვდა

  • ნეკა დოროყაშვილი – ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

    ნეკა დოროყაშვილი – ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

  • რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან – დემილიტარიზაცია ამოქმედებულია

    რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან – დემილიტარიზაცია ამოქმედებულია

  • საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

  • ნინი გო­გაშ­ვი­ლი: მა­მა­ჩე­მი ვი­სი­თაც ამა­ყობ­და, ძმა და მე­გო­ბა­რი ეგო­ნა, დღეს ცი­ხე­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ბი­ძი­ნას სა­ხე­ლით

    ნინი გო­გაშ­ვი­ლი: მა­მა­ჩე­მი ვი­სი­თაც ამა­ყობ­და, ძმა და მე­გო­ბა­რი ეგო­ნა, დღეს ცი­ხე­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ბი­ძი­ნას სა­ხე­ლით

  • სალომე ზურაბიშვილი: დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო

    სალომე ზურაბიშვილი: დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო

  • ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაურთულოს რუსეთის მოქალაქეებს დიქტატურისგან თავის დაღწევა

    ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაურთულოს რუსეთის მოქალაქეებს დიქტატურისგან თავის დაღწევა

  • თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

    თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge