ულტიმატუმი ჯანდაცვის მინისტრს – სოციალური მუშაკები დავით სერგეენკოს მიმართავენ და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვას აანონსებენ.
უკვე მომზადებულია ერთობლივი განცხადება, სადაც გაწერილია კონკრეტული მოთხოვნები და ეს წერილი სერგეენკოს უწყებას დღეს ჩაბარდება.
მთავარი მოთხოვნა ბავშვების, შშმ პირების, ხანდაზმულებისა და სხვა პირთა ინტერესების დაცვის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ეფექტიანი სერვისების ჩამოყალიბება და სოციალური მუშაკებისთვის მინიმალური შრომითი პირობების შექმნაა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მენეჯმენტი არაეფექტურია, მაგალითად კი სოციალური მუშაკები ასახელებენ რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიას, როდესაც 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
იმ შემთხვევაში თუ პრობლემა არ მოგვარდა, ისინი ახალ ტრაგედიასაც არ გამორიცხავენ.
სოციალურ მუშაკებს მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც.
„მათ ყოველდღიურად კითხვის ნიშნის ქვეშ უწევთ საკუთარი სამსახურეობრივი პასუხისმგებლობის განხორციელება, ზუსტად იმის გამო, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა სათანადო, რომ შეასრულოს საკუთარი პროფესიული ვალდებულებები არ გააჩნიათ,“-აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი ეთო გვრიტიშვილი.
კომენტარები