NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არის ხარვეზიანი პროცესი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ბესელიას ინიციატივას ეთანხმებიან

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არის ხარვეზიანი პროცესი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ბესელიას ინიციატივას ეთანხმებიან

08 თებ 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, საზოგადოება 560 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დეპუტატ ეკა ბესელიას ინიციატივას, რომელიც  მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის  შეჩერებას გულისხმობს, მხარდამჭერები იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს შორისაც გამოუჩნდა.

ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე აცხადებენ, რომ სისტემას სერიოზული ხარვეზები აქვს, რადგან კანდიდატების შერჩევა სუბიექტურად ხდება და ამიტომ აუცილებელია მისი შეცვლა.

პარალელურად საბჭოს წევრებს აინტერესებთ, კანონის დამტკიცების შემთხვევაში რა ბედი ელით უვადოდ უკვე დანიშნულ მოსამართლეებს, რომელთა ნაწილიც ე.წ სასამართლოს კლანის წევრები არიან.

„მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არის ხარვეზიანი პროცესი, მთლიანად საქართველოს მასშტაბით, 50%-ზე მეტი მოსამართლეებისა უკვე დანიშნული არიან უვადოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ ალბათ ამ ადამიანებზეც უნდა ვიფიქროთ, რა რეჟიმში მოექცევიან ისინი. ლევან მურუსიძე, გვრიტიშვილი, სხვები, ვინც საბჭოში არიან, მათი უმეტესობა უკვე დანიშნული არიან უვადოდ. ისე არ გამოვიდეს საბოლოო ჯამში, რომ ეს გავრცელდეს რაღაცა მოსამართლეების ნაწილზე და არა ყველაზე,“-განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ბესელიას ინიციატივას ეთანხმება სამოქალაქო სექტორის ნაწილიც, მაგრამ საწყისს ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის განახლების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ეკა ბესელია პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითხოვს. კანონპროექტს ხელს აწერს 9 დეპუტატი. მათ შორის არიან ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, ოთარ ჩრდილელი, დავით  ჭიჭინაძე.

კომენტარები

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლე უვადოდ დანიშვნა ხარვეზიანი პროცესი 2019-02-08
Tags იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლე უვადოდ დანიშვნა ხარვეზიანი პროცესი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ულტიმატუმი ჯანდაცვის მინისტრს – სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვას აანონსებენ

შემდეგი სტატია

პროფესორი გოჩა ბარნოვი სასულიერო სემინარიიდან გაათავისუფლეს

მსგავსი სტატიები

გახარია: „ხორავას ქუჩაზე ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და არ გამოვრიცხავთ არც ერთ მიმართულებას“

გახარია: „ხორავას ქუჩაზე ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და არ გამოვრიცხავთ არც ერთ მიმართულებას“

19 ივნ 2018
შსს-მ ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა

შსს-მ ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა

28 აპრ 2018

„ერთი მკვდარ ლენინს უცხადებდნენ ნდობას და მეორე „საზოგადოებრივი მაუწყებელია“ მკვდარი“

სოსო ელისაშვილი 05 მარ 2018

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge