NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ამ ადამიანს უნდა რომ გავჩუმდე და თვითონ შეინარჩუნოს სკამი, თორემ შერიგება ასე პიროვნულად არ უნდა

ამ ადამიანს უნდა რომ გავჩუმდე და თვითონ შეინარჩუნოს სკამი, თორემ შერიგება ასე პიროვნულად არ უნდა

08 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება 383 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმზე დასწრებასთან დაკავშირებით საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანს, ევროპის ორგზის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

სპორტსმენს მიაჩნია, რომ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება. ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს რეალურად მხოლოდ მისი გაჩუმება უნდა და არა შერიგება.

„მე გავეცნობი პრეზიდიუმს, ვინები იქნებიან გავიგებ და ამის შემდეგ გადავწყვეტ მე მივალ ამ პრეზიდიუმთან თუ არა. დღეს დღეობით პრეზიდიუმში ის ხალხია, რაზეც ბატონი რომან რურუა საუბრობდა, 80% პრეზიდიუმის არის ისეთი ხალხი, რომელსაც რასაც ეტყვიან იმას გააკეთებენ. დღეს არის ეს ფაქტი და მე ამ პრეზიდიუმს დღესდღეობით არ ვენდობი. ამ ადამიანს შერიგება არ უნდა, ამ ადამიანს უნდა უბრალოდ, რომ მე გავჩუმდე, გამაჩუმონ ამ შერიგებით და თვითონ შეინარჩუნოს სკამი. თორემ შერიგება ასე პიროვნულად არ უნდა. თუ პიროვნულად შერიგება უნდა თავიდანვე იტყოდა. თავიდან იძახდა ხელი არ მომიქნევიაო მე, შემდეგ აღიარა და ეს ნელ-ნელა აღიარებს ყველაფერს, ვნახოთ შეიძლება ისიც აღიაროს, რომ რკინა ეჭირა ხელში და ის ჩამარტყა,“ – ამბობს ზურაბ დათუნაშვილი.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდიუმის სხდომაზე, ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ პრობლემებს და სპორტის სასახლეში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე იმსჯელებენ.

ზურაბ დათუნაშვილსა და გეგა გეგეშიძეს შორის ღია დაპირისპირება სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიწყო. „შაბათის კურიერში“ გასული სიუჟეტში ჩანდა, თუ როგორ გაუსწორდა ხელკეტით შეიარაღებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ზურაბ დათუნაშვილს.

სპორტსმენის თქმით, კონფლიქტი გაცილებით ადრე დაიწყო, მაშინ, როდესაც მან ერთ-ერთ სხდომაზე გეგა გეგეშიძის მცდელობა, ჩაენაცვლებინა მოჭიდავე საკუთარი მოსწავლით, გააპროტესტა.

გეგეშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, რის შემდეგაც ის დააკავეს, თუმცა, სასამართლომ ფედერაციის პრეზიდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ევროპის ჩემპიონი გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

კომენტარები

სკამი შერიგება 2019-02-08
Tags სკამი შერიგება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სანამ რესურსი არსებობს, მეტი ხალხი გადმოიყვანო შენს ჭკუაზე, შიგნით უნდა იმუშაო – ჭიჭინაძის აზრით, ბესელია “ოცნებას” თებერვლის ბოლომდე დატოვებს

შემდეგი სტატია

მსგავსი ქცევა წარმოადგენს თავდასხმას კონსტიტუციაზე, შეწყვიტეთ თავდასხმა! – მეთოფიშვილი ბესელიას მიმართავს

მსგავსი სტატიები

შსს-ს ნაკრები „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ზე გაემგზავრა

შსს-ს ნაკრები „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ზე გაემგზავრა

სოსო ელისაშვილი 10 აგვ 2017
მამუკა ბახტაძე: შესრულებულია 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილი

მამუკა ბახტაძე: შესრულებულია 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილი

20 იან 2018

პრემიერი ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენის გახსნას დაესწრო

04 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

    ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

  • ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

    ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

  • “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

    “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

  • დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

    დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

  • ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

    ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

  • 110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

    110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

  • ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

    ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

  • რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

    რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge