NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ზოგიერთი ჟურნალისტის მოლოდინი, რომ იმაზე ნაკლები გამოვალთ, ვიდრე შევალთ, არ გამართლდება – ხუნდაძე უმრავლესობის სხდომაზე რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ ელის

ზოგიერთი ჟურნალისტის მოლოდინი, რომ იმაზე ნაკლები გამოვალთ, ვიდრე შევალთ, არ გამართლდება – ხუნდაძე უმრავლესობის სხდომაზე რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ ელის

06 თებ 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 383 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ფიქრობს, რომ გუნდში განსხვავებული პოზიციების არსებობა ბუნებრივი პროცესია, თუმცა დაპირისპირება გუნდის შიგნით უნდა მოგვარდეს. ეს განცხადება დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე გაკეთა.

ხუნდაძის აზრით, უმრავლესობის სხდომაზე საუბარი სწორედ გუნდური თამაშის წესების დაცვაზე იქნება და მას იმედი აქვს, რომ შეხვედრა შედეგიანი იქნება.

მისი თქმით, ჟურნალისტების მოლოდინი, რომ ვინმე გუნდს დატოვებს, არ გამართლდება.

“საუბარი იქნება გუნდური წესების თამაშზე და მე ვფიქრობ, რომ ესეც ასე ვთქვათ იქნება შედეგიანი. მოლოდინი ზოგიერთ ჟურნალისტს აქვს, რომ ვთქვათ გუნდში იმაზე ნაკლები გამოვალთ ვიდრე შევალთ, ეს ასე არ იქნება. მე ვაფასებ, როცა ადამიანს აქვს თავისი ჩამოყალიბებული პოზიცია, ეს შეიძლება ზოგჯერ სცდებოდეს საერთო გუნდურ პოზიციას, მეც ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ უმეტესად ასეთი საკითხები იქნას გუნდის შიგნით წამოჭრილი, გარკვეული, მოსმენილი და გადაწყვეტილებაც შიდა გუნდური ცვლილებებით მიღებული და გარეთ უკვე საერთო პოზიცია იქნეს წარმოდგენილი,“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – მწვანეების” თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ ერთიანობის შენარჩუნება აუცილებელია, მაგრამ თუ ეს არ მოხდა გუნდის დატოვებაც ლოგიკური იქნება. გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ არსებულ დაპირისპირებას ალბათ ისევ ბიძინა ივანიშვილი თუ მოაგვარებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილისთვის გაუგებარია, რას ეფუძნება მისი კოლეგების პროტესტი, როცა უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიის განხილვა შეჩერებულია და უმრავლესობა კონსენსუსამდეა მისული, რომ უვადოდ დასანიშნი მოსამართლეებისთვის კრიტერიუმები განისაზღვროს.

კომენტარები

გამართლდება ჟურნალისტი უმრავლესობის სხდომა 2019-02-06
Tags გამართლდება ჟურნალისტი უმრავლესობის სხდომა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზაზა სარალიძეს პროკურატურის ეზო ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

შემდეგი სტატია

„ნაციონალების” შეკრებებზე დადიხარ და დედას გვაგინებ…” – გურჯაანის მერის კაბინეტში გაკეთებული სკანდალური ჩანაწერი

მსგავსი სტატიები

პროკურატურა: პოლიტპატიმრის მიმართ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე სასამართლომ ერთი პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურა: პოლიტპატიმრის მიმართ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე სასამართლომ ერთი პირი დამნაშავედ ცნო

31 იან 2018
თურქეთში 14 წლის ქართველი მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

თურქეთში 14 წლის ქართველი მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

20 ნოე 2017
„სითი პარკი“ დღეიდან „თბილისის პარკინგმა“ ჩაანაცვლა

„სითი პარკი“ დღეიდან „თბილისის პარკინგმა“ ჩაანაცვლა

10 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე – მზეჭაბუკი

    ლილი ფოფხაძე – მზეჭაბუკი

  • პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

    პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

  • მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

    მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

  • არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

    არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

  • ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

    ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

  • კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

    კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

  • დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

    დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

  • Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

    Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge