NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მათ უბრალოდ არ უნდათ, რომ ეს კლანის წევრები სასამართლო სისტემიდან წავიდნენ-ეკა გიგაური “ქართულ ოცნებაზე” საუბრობს

მათ უბრალოდ არ უნდათ, რომ ეს კლანის წევრები სასამართლო სისტემიდან წავიდნენ-ეკა გიგაური “ქართულ ოცნებაზე” საუბრობს

06 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 454 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

განსხვავებული აზრი არ ნიშნავს რომელიმე პარტიასთან აფელირებას – “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს გუშინდელ განცხადებას, სადაც ოპოზიციასთან ერთად კრიტიკის ობიექტი სამოქალაქო სექტორიც იყო, არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან. მესამე სექტორში ამბობენ, რომ სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარება კატასტროფულია და იმ საქმეებს ასახელებენ, რომლებიც ამ ფაქტის ნათელი დადასტურებაა. საწინააღმდეგოს ამტკიცებს მმართველი პარტია და ამბობს, რომ თვისობრივად გაუმჯობესებული სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და მიუღებელ დისკრედიტაციას “ქართული ოცნება” არ დაუშვებს.

“პოლიტსაბჭოს განცხადებიდან აშკარად ჩანს, რომ აბსოლუტურად არაადეკვატურად აფასებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები თუ რა ხდება დღეს ჩვენს სასამართლო სისტემაში. დღეს ყველაფრით, ყველა მეთოდით იცავს კლანს სასამართლოს სისტემაში და მათ უბრალოდ არ უნდათ, რომ ეს კლანის წევრები სასამართლო სისტემიდან წავიდნენ. მათ უნდათ ლევან მურუსიძე იყოს სასამართლო სისტემაში,”-აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი
ეკა გიგაური.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე სულხან სალაძე კი ხელისუფლებას იმ საქმეებს ახსენებს, რომლის მიმართაც არაერთი კითხვა არსებობს და ამბობს, რომ გამამართლებელი განაჩენების გაზრდილი რაოდენობა, ამ ფონზე ბევრს არაფერს ნიშნავს.

“ეს არის მარტივი მოცემულობა, როდესაც ხელისუფლებას იქ სადაც არ აქვს პასუხი კრიტიკულ კითხვაზე, ხელისუფლება საუბრობს ნიშნის მოგებით. აქვე მინდა ხელისუფლებას შევახსენო არაერთი საქმე მაგალითად “ბირჟა მაფიის” საქმე, მაგალითად “რუსთავი 2″-ის საქმე, ამ საქმეებში არსებობს უამრავი კითხვა და როცა ხელისუფლება საუბრობს გაზრდილი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობაზე, ეს პირდაპირი ბევრს არაფერს არ ნიშნავს, თუკი არსებობს საქმეები ქვეყანაში, რომლის მიმართაც საზოგადოებას აქვს კითხვები,”-აცხადებს სულხან სალაძე.

კომენტარები

კლანის წევრები სასამართლო სისტემა 2019-02-06
Tags კლანის წევრები სასამართლო სისტემა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ამ გუნდში მდგმური არ ვარ… თუ მე ვალდებულებები მაქვს გუნდის წინაშე, ამ გუნდსაც აქვს ჩემთან ვალდებულებები

შემდეგი სტატია

ვითხოვთ სუფთა ჰაერს, სუფთა წყალს, გვაცალეთ ძილი – აქცია ასფალტ-ბეტონის ქარხნის წინააღმდეგ

მსგავსი სტატიები

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ცდილობენ, ეს ხალხი დაამშვიდონ

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ცდილობენ, ეს ხალხი დაამშვიდონ

ირაკლი შალიკაშვილი 22 აპრ 2020

„როგორც კი დასრულდება კონსულტაციები, პირველ რიგში კომიტეტის ფორმატში ვუყრით კენჭს რეზოლუციას“

სოსო ელისაშვილი 07 მარ 2018

თბილისის ინტერპოლმა ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

14 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

    გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

  • უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

    უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

  • ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

    ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

  • გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

    გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

  • გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

    გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

  • “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

    “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

  • გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

    გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

  • “ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

    “ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

  •  ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

     ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

  • დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge