NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე,“

„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე,“

06 თებ 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 732 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე,“ – ეს განცხადება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა „კურიერის“ მიერ დასმული შეკითხვის პასუხად გააკეთა.

იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ დღევანდელი დღე, როდესაც ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს 30-ე წევრი ხდება და ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი ნატო-ს შტაბ-ბინაში მოეწერა, იმის მაჩვენებელია, რომ ალიანსის კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატო-ს სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

„დღევანდელი დღე აჩვენებს, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ნატო-ს სტანდარტებს, იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და პიროვნულ თავისუფლებას. იმედის მომცემია, რასაც საქართველოში ვხედავთ. ერთგულება რეფორმების, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერების, გამჭვირვალობის, სასამართლო რეფორმების მიმართ. ასევე, მივესალმებით ნატო-ს ლიდერთა მხრიდან ერთგულებასაც, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, რაც ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა. ჩვენ ინტენსიურს ვხდით ჩვენს თანამშრომლობას და  მადლიერი ვართ იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს ჩვენს მისიებში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი დღე მაკედონიისთვის ისტორიულია. ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს 30-ე წევრი ხდება. ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი ნატო-ს შტაბ-ბინაში მოეწერა. დღეიდან, ქვეყანა ალიანსის ყველა შეხვედრას დაესწრება და მას შემდეგ, რაც ნატო-ს წევრი ქვეყნები პროტოკოლის რატიფიცირებას მოახდენენ, ის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

კომენტარები

ნატო 2019-02-06
Tags ნატო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ე.წ. კაბელების საქმეს გრიფი საიდუმლო მოეხსნა – გენერალური პროკურატურა განცხადებას აქვეყნებს

შემდეგი სტატია

“ოცნების ქალაქი” ბათუმში და უმძიმეს პირობებში მცხოვრები მოსახლეობა – 7 წლიანი ლოდინის შემდეგ ახალი ტენდერი გამოცხადდა

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილი: არც ერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას, ვისურვებდი, ჩემს გათავისუფლებას უკვე მეორე ტურამდე მივაღწიოთ, რათა ერთად შევძლოთ გარდაუვალი გამარჯვების დაცვა

მიხეილ სააკაშვილი: არც ერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას, ვისურვებდი, ჩემს გათავისუფლებას უკვე მეორე ტურამდე მივაღწიოთ, რათა ერთად შევძლოთ გარდაუვალი გამარჯვების დაცვა

ირაკლი შალიკაშვილი 12 ოქტ 2021

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად შესაძლოა მეორე ტური გაიმართოს

10 დეკ 2017
კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით შეთავაზებულ დიალოგზე, რესპუბლიკური პარტია განცხადებას ავრცელებს

კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით შეთავაზებულ დიალოგზე, რესპუბლიკური პარტია განცხადებას ავრცელებს

16 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

    უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

  • თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

    თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

    ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

  • გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

    გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

  • ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

    ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

    მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge