NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“თავხედური ქმედება” – მეუფე საბა, ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის მიერ წმინდა სინოდისთვის გაგზავნილ წერილზე საუბრობს

“თავხედური ქმედება” – მეუფე საბა, ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის მიერ წმინდა სინოდისთვის გაგზავნილ წერილზე საუბრობს

05 თებ 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, საზოგადოება 375 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თავხედური ქმედება – ასე აფასებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის მიერ წმინდა სინოდისთვის გაგზავნილ წერილს.

მეუფე საბამ ეს განცხადება ამბიონიდან გააკეთა. სასულიერო პირი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს საეკლესიო წესებისა და კანონების დარღვევაში ადანაშაულებს. მეუფე საბამ „პატრიოტთა ალიანსის“ საპასუხოდ განცხადებების გაკეთებისკენ წმინდა სინოდის სხვა წევრებსაც მოუწოდა. თავად კი გეგმავს რომ ეს საკითხი სინოდზე განსახილველად დააყენოს.

მეუფეს გაღიზიანება დავით თარხან-მოურავისა და ირმა ინაშვილის წერილს მოჰყვა, რომელიც მათ ილია მეორეს გაუგზავნეს. პარტიის ლიდერების მიერ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე დაწერილი წერილი კი რამდენიმე მღვდელმთავრის მწვავე კრიტიკით გრძელდებოდა. თარხან მოურავი და ინაშვილი წერდნენ, რომ ცალკეული მეუფეების განცხადებები აზიანებს და სახელს უტეხს ეკლესიას.

„ ეკლესია პოლიტიკური პარტია ჰგონია და გადაწყვეტილებები გამოაქვს რომ თურმე მღვდელმთავრები განსაკვეთი არის და ეკლესიიდან გასაგდები და თავიანთ წერილებს წერენ წმინდა სინოდის მიმართ, ვიტყვი კიდევაც, ეს არის ქალბატონი ირმა ინაშვილი და ბატონი თარხან მოურავი. ჯერ ერთი ეს არის საეკლესიო წესის და კანონის დარღვევა, თავხედური ქმედება, მაგრამ მე მაქვს უფლება, რომ მოვითხოვო, მათ და წმინდა სინოდმა გასცეს პასუხი მათ თავხედობას და მათ ქმედებას, რაც თითქოსდა მათ ეკლესია აწუხებთ და ადარდებთ. ისე როგორც ბევრ პოლიტიკოსს,“-განაცხადა მეუფე საბამ.

კომენტარები

თავხედური ქმედება წერილი წმინდა სინოდი 2019-02-05
Tags თავხედური ქმედება წერილი წმინდა სინოდი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ნიქოზიდან სასულიერო პირი გაიტაცეს

შემდეგი სტატია

წერილები კიდევ იქნება დაელოდეთ – დავით თარხან-მოურავის პასუხი მეუფე საბას

მსგავსი სტატიები

„საოკუპაციო ხაზთან, ოძისი-ახალგორის მონაკვეთზე ვერანაირი საბაჟო ვერ იარსებებს“

03 ნოე 2017
„თქვენთან რომ მოვიდეს მეგობარი და გითხრას, მგონი ვიღაც დავჭერიო, ეგრევე პოლიციაში გავარდებით?“

„თქვენთან რომ მოვიდეს მეგობარი და გითხრას, მგონი ვიღაც დავჭერიო, ეგრევე პოლიციაში გავარდებით?“

სოსო ელისაშვილი 22 თებ 2018
საქართველოს გუნდი, საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირის თასის მფლობელია

საქართველოს გუნდი, საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირის თასის მფლობელია

20 ნოე 2017

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

    ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

  • “უმრავლესობის უმრავლესობა მხარს პროპორციულ სისტემას უჭერს”

    “უმრავლესობის უმრავლესობა მხარს პროპორციულ სისტემას უჭერს”

  • საპროტესტო აქცია და კონტრაქცია შსს-თან

    საპროტესტო აქცია და კონტრაქცია შსს-თან

  • ეკა ბესელია სრულად მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობაში უთანხმოებაზე – ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან

    ეკა ბესელია სრულად მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობაში უთანხმოებაზე – ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან

  • შეცდომა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა 2024 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, დროა, ჩვენვე გამოვასწოროთ

    შეცდომა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა 2024 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, დროა, ჩვენვე გამოვასწოროთ

  • მე, როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ

    მე, როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ

  • დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია – ეს არ არის ის მომავალი, რაც მოსახლეობას სწყურია

    დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია – ეს არ არის ის მომავალი, რაც მოსახლეობას სწყურია

  • საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება

    საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება

  • სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე დაძაბულობა იყო

    სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე დაძაბულობა იყო

  • ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის შეჩერებას მოითხოვს

    ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის შეჩერებას მოითხოვს

მოგვიწონეთ!

თბილისი
2°
broken clouds
humidity: 90%
wind: 3m/s NE
6°
Fri
7°
Sat
8°
Sun
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge