NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით წარმოებული კამპანია” – “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება

“სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით წარმოებული კამპანია” – “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება

05 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 908 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საუბარია სასამართლო სისტემაზე და ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით, პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანია მიმდინარეობს.

განცხადებაში საუბარია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გატარებულ რეფორმებზე და მოყვანილია გამამართლებელ განაჩენთა სტატისტიკა, რომელიც “ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრთა აზრით, სწორედ კომპლექსური რეფორმების და სასამართლოს დამოუკიდებლობის შედეგია.

ასევე ნათქვამია, რომ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობა არაერთი ქვეყნის მიერ იქნა აღიარებული.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიას და განვაცხადოთ შემდეგი:

ახალს არაფერს ვიტყვით, თუ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სახელმწიფო, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ სამართავად ჩაიბარა, იყო სახელმწიფო, სადაც ადამიანი სამართალს ვერ იპოვიდა. ყველას გვახსოვს, რომ ტოტალიტარულმა სახელმწიფო მანქანამ სასამართლო ხელისუფლება, უკლებლივ ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტის მსგავსად, საკუთარი რეპრესიული პოლიტიკის სამსახურში ჩააყენა და საზოგადოების დათრგუნვის ერთ-ერთ ინსტრუმენტად აქცია.

ამ ფონზე, ჩვენ, ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის განაცხადით ხელისუფლებაში მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ, ამომრჩეველთა განწყობების მიუხედავად და, გარკვეულწილად, ამ განწყობების საწინააღმდეგოდაც კი, უარი ვთქვით სასამართლო სისტემის გარდაქმნის არაკონსტიტუციურ მეთოდზე. ჩვენ უარი ვთქვით სისტემის რევოლუციური წმენდის მანკიერ პრაქტიკაზე და მისი გაჯანსაღების რთული, თუმცა, ერთადერთი კანონიერი გზა ავირჩიეთ – პოლიტიკური წნეხის მოხსნით, სასამართლო ხელისუფლებას მივეცით თვითგამორკვევის საშუალება, რათა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ინსტიტუტი კანონის სამსახურში ჩამდგარიყო და, იმავდროულად, მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკანონმდებლო უზრუნველყოფის გზით, სისტემის თვისებრივი გაუმჯობესებისათვის მიგვეღწია,”-ნათქვამია განცხადებაში

კომენტარები

დისკრედიტაცია პოლიტსაბჭო სასამართლო ხელისუფლება 2019-02-05
Tags დისკრედიტაცია პოლიტსაბჭო სასამართლო ხელისუფლება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

შემდეგი სტატია

“თუ ვინმეს უნდა უმრავლესობის დატოვება კარი ღიაა და შეუძლია დატოვოს”

მსგავსი სტატიები

მამაკაცი 15 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადმოვარდა

მამაკაცი 15 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადმოვარდა

11 აპრ 2018
უსუფაშვილი: უკრაინაში „ოცნებასთან“ ერთად კი არა, პარლამენტის დელეგაციის სახელით მივდივართ – „ოცნებასთან“ ქვეყნის შიგნით ვკამათობთ და გარეთ, სახელმწიფო უნდა წარმოვადგინოთ ერთად, ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების ანა-ბანა

უსუფაშვილი: უკრაინაში „ოცნებასთან“ ერთად კი არა, პარლამენტის დელეგაციის სახელით მივდივართ – „ოცნებასთან“ ქვეყნის შიგნით ვკამათობთ და გარეთ, სახელმწიფო უნდა წარმოვადგინოთ ერთად, ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების ანა-ბანა

ირაკლი შალიკაშვილი 14 აპრ 2022
“ყველაზე ცუდად, ვინც გამოიყურება მთელი ამ პროცესის შემდეგ, მმართველი პარტიაა“ – ეკა ბესელია ანაკლიის პროექტის შესახებ

“ყველაზე ცუდად, ვინც გამოიყურება მთელი ამ პროცესის შემდეგ, მმართველი პარტიაა“ – ეკა ბესელია ანაკლიის პროექტის შესახებ

ირაკლი შალიკაშვილი 06 აგვ 2019

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge