პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის მომავალი სტატუსის შესახებ სპეციალური კომისია დღეს იმსჯელებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებით დაკომპლექტებულმა 7 კაციანმა ჯგუფმა უნდა განიხილოს პროექტის ავტორის გიგა ბათიაშვილის წინადადება, რომლის მიხედვითაც ავლაბრის რეზიდენცია შესაძლოა, კულტურის ცენტრად გადაკეთდეს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, არის კიდევ ერთი ვერსია, რომ სასახლე მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად იქნას გამოყენებული.
„კონცეფციის გარდა, რაც თავად მოიცავს დამატებით განხილვებს, ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ მენეჯმენტის დეტალებზე,“- ამბობს მარიამ ჯაში.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვეტილებას უგუნურს უწოდებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს.
„ყველას შევახსენებ,რომ ეს რეზიდენცია არ აშენებულა ერთი კონკრეტული პრეზიდენტისთვის ეს რეზიდენცია ეკუთვნის ყველა პრეზიდენტს, რომელიც იქნება ქვეყნის სათავეში. მიმდინარეობს მიზანმიმართული ნგრევა სახელმწიფო ინსტიტუტების“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ოპონენტები მმართველი პარტიის გეგმას, რა თქმა უნდა, არ ეთანხმებიან, და ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” პრეზიდენტის ინსტიტუტთან ერთად სიმბოლოებს ებრძვის.
„მუზეუმს სჭირდება საცავები, მუზეუმს სჭირდება დარბაზები, რამდენადაც მახსოვს არც ერთია იქ და არც მეორე, ისევ ინსტიტუტის მიმართ ბრძოლით, ისევ სიმბოლოების მიმართ ბრძოლით არიან დაკავებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები,“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი.
კომენტარები