NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»OPIC ფოთის პორტის განვითარებას და თანამედროვე ტერმინალის მშენებლობას 50 მლნ დოლარით დააფინანსებს

OPIC ფოთის პორტის განვითარებას და თანამედროვე ტერმინალის მშენებლობას 50 მლნ დოლარით დააფინანსებს

04 თებ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 757 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ამერიკული სამთავრობო ფონდი, OPIC ფოთის პორტის განვითარებას და თანამედროვე ტერმინალის მშენებლობას 50 მლნ დოლარით დააფინანსებს.

აღნიშნული მშენებლობის შედეგად გაიზრდება პორტის გამტარუნარიანობა და ნავსადგური მაღალი ტევადობის ხომალდების მიღებას შეძლებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა.

„ჩვენი სტრატეგიის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონისთვის ეკონომიკურ ცენტრად, ხოლო ლოგისტიკას ამ ყველაფერში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს იქნება თანამედროვე სატერმინალო კომპლექსი, რომელიც მასშტაბურ ცვლილებებს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას და რეგიონალურ ეკონომიკასაც. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი გახდება ერთ-ერთი სამაგალითო არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთლიანად რეგიონში. ამერიკის მთავრობის საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობა ამ პროექტში და OPIC-ის მიერ გამოყოფილი 50-მილიონიანი დაფინანსება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-სთვის საქართველო არის სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი,“ – განაცხადა პრემიერმა.

განხორციელებით ამერიკის მთავრობისგან დიდი მხარდაჭერა იკვეთება.

„ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მგონი, ყველა კარგად მოგვეხსენება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაიზარდოს ტვირთმოძრაობისმოცულობები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ 50 მილიონი გამოყოფილი აქვს OPIC-ს, ძალიან დიდია მხარდაჭერა ამერიკის მთავრობის ამ პროექტის მიმართ და მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ შეიქმნება ახალი სამუშაო, დამატებითი ადგილები, რასაც მივესალმებით და წინგადადგმული ნაბიჯია ასეთი პროექტების განხორციელება,“ – განაცხადა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია ამბობს, რომ საქართველოს დიდი ტვირთების გატარების პოტენციალი აქვს და მხოლოდ პორტებით არ უნდა შემოიფარგლოს.

„მგონია, რომ საქართველოში გვაქვს ისეთი პოტენციალი, რომ გავხდეთ ბევრად დიდი სატრანზიტო ტვირთების გამშვები, გამტარებელი ქვეყანა, რომ ჩვენი აზრით, დიდი ალბათობით, ამ პორტისთვისაც და ანაკლიისთვისაც საკმარისი იქნება ტვირთები. მთავარია, გავზარდოთ ჩვენი დერეფნების კონკურენტუნარიანობა, რაც არ არის მარტო პორტებზე დამოკიდებული. ეს არის კომპლექსური ამოცანა, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, რაც მოიცავს პორტებსაც, ჩვენს რკინიგზასაც, ეს მოიცავს ჩვენს საზღვრებსაც და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობასაც,“ – ამბობს ქობულია.

კომენტარები

განვითარება თანამედროვე ტერმინალი მშენებლობა ფოთის პორტი 2019-02-04
Tags განვითარება თანამედროვე ტერმინალი მშენებლობა ფოთის პორტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უარი ბიძინა ივანიშვილს – უზენაესმა სასამართლომ “ქართული ოცნების” ლიდერის სარჩელი არ განიხილა

შემდეგი სტატია

არმაზ ახვლედიანი ხელისუფლებას მიმართავს და ბახმაროს განვითარებაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ითხოვს

მსგავსი სტატიები

მიხეილ ბატიაშვილი: წელს მართლაც მნიშვნელოვანი წელი იქნება, რომელიც რეფორმების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს

17 სექ 2018
გროისმანი: „რეგიონში საქართველოს ლიდერობა ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას“

გროისმანი: „რეგიონში საქართველოს ლიდერობა ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას“

28 ნოე 2017
საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

23 მაი 2018

უახლესი ამბები

  • იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

    იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

  • ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი  საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

    ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

  • მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

    მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

  • თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

    თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

  • იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

    იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

  • „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

    „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

  • სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

    სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

  • ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

    ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

  • შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

    შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge